x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
პუტინის მოყვარულმა ფანატიკოსმა სხეულზე ასო Z ამოიშანთა(ვიდეო)
image

რუსის მამაკაცი ვლადიმერ პუტინას მხარდაჭერას უცხადებს და მის უკრაინაში შეჭრას ამართლებს, ამის დასტურად მან გადაწყვიტა ცხელი შანთით სხეულზე რუსების ომის სიმბოლო, ასო "Z"-ს ამოიკვეთოს.



ბელორუსულმა მედია საშუალება Nexta-მ თავის ოფიციალურ Twitter-ის გვერდზე გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ წელს ზემოთ შიშველი მამაკაცი მკერდზე "Z"სიმბოლოს ამოიშანთავს, რომელიც უკრაინაში რუსეთის ბარბაროსული შეჭრის საშინელი სიმბოლო გახდა და გაიგივებულია ნაცისტურ სვასტიკასთან.


ასო Z პირველად ბრძოლის ველზე, ტანკებსა და ჯავშანმანქანებზე გამოჩნდა.


ასო Z მას შემდეგ ვლადიმერ პუტინის მომხრეებმა აიტაცეს პროპაგანდისტული მიზნებისთვის. ის გამოჩნდა მანქანებზე, ტანსაცმელსა და აბრებზე, ასევ მასიურ ღონისძიებებზე, კონცერტებზე, სპორტულ არენებზე და სხვა.


ასევე გავრცელდა ამაზრზენი ფოტო, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, რუსმა ჯარისკაცებმა გაააკეთეს დაღუპული უკრაინელი სამხედროების სამკერდე ნიშნებისგან.

image

ვიდეოში ნაგვით სავსე გომურის მსგავს სათავსოში შიშველი კაცი ზურგით ეყრდნობა ლითონის ჯართის ნაჭერს. კაცი თვალებს ხუჭავს და ფეხებს აჯვარედინებს.ამასობაში Z ფორმის რკინის შანთს მეორე პიროვნება აცხელებს, მესამე კი ვიდეოს იღებს.


შემდეგ შანთს რუსის მკერდის მარცხენა მხარეს ადებს და ისმის წვის ხმა. დადაღული პირი ტკივილისგან შეხტება, წამოხტება ფეხზე და რუსულ ენაზე ლოზუნგებს ღრიალებს, ისე სახეზე ეტყობა, რომ მთლად დალაგებული ვერ უნდა იყოს.


0
263
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
263
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0