x
მეტი
  • 22.12.2024
  • სტატია:138963
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512523
აკაკორის ქრონიკა – ჩვენი პლანეტის უძველესი ისტორია

ინდიელთა ტომმა შემოინახა მოგონება, მსოფლიო კატასტროფის და უცხოპლანეტელების შესახებ, რომლებმაც მსოფლიოს ცივილიზაცია მისცა. ახლა თავსატეხი ამოხსნილია...


image


1976 წ. ჟურნალისტმა კარლ ბრუგერმა გამოაქვეყნა წიგნი «აკაკორის ქრონიკა», რომელიც უჰა მანგულალას ტომში დაწერილი მოთხრობების კრებულს წარმოადგენს. აღნიშნული ტომი ამაზონის ჯუნგლებში, ბრაზილიაში ცხოვრობს. ხოლო, მოთხრობები, დედამიწის 15 ათასწლოვან ისტორიას შეიცავს: მათი ღმერთ-ცივილიზატორების დედამიწაზე ჩამოსვლიდან – გასული საუკუნის 70-იან წლებამდე პერიოდს. წიგნი ტომის ბელადთან ტატუნკო ნარასთან ინტერვიუებზე დაყრდნობით დაიწერა.

ბელადმა ჟურნალისტს ტომის 15 000 წლიანი ამბავი მოუყვა, რომელიც ამ ხნის მანძილზე, სრულ იზოლაციაში ცხოვრობდა და შესაბამისად, მისი დამახინჯების შანსიც მინიმალური იყო. გამოდის რომ ეს ჩვენი წარსულის ნამდვილი ისტორიაა, ყოველგვარი გადაკეთების და შელამაზების გარეშე.


image


მაშ ასე, ბელადის მონათხრობის მიხედვით, 15 ათასი წლის წინ, დედამიწაზე ჩამოვიდნენ არსებები, რომლებსაც ადამიანები ღმერთებს ეძახდნენ. მათ ცივილიზაციის შესაქმნელად, სამხრეთ ამერიკა აირჩიეს. უცხოპლანეტელებმა ადამიანებს შენება, მცენარეების დარგვა და ბუნებასთან ჰარმონიული ცხოვრება ასწავლეს. მათ დიდი ქალაქები ააშენეს. ამასთან, როგორც დედამიწის ზედაპირზე, ისე მიწის ქვეშ. გარდა ამისა, გაიყვანეს ძალიან გრძელი გვირაბები, რომლებიც მაგ., ერთმანეთთან პერუს და ბრაზილიას აკავშირებდა.

ანუ ისეთი დიდებული ქალაქი, როგორიც მაჩუ-პიქჩუა, სწორედ მათ მიერ არის შექმნილი. ამრიგად, ყველაფერი ძალიან ლოგიკურია: მაღალმთიან რეგიონში, ინდიელები, რომლებმაც არ იცოდნენ, თუ რა იყო ბორბალი, სხვაგვარად როგორ შეძლებდნენ ასეთი რთული ნაგებობების აშენებას.

უცხოპლანეტელები მსოფლიოს მართავდნენ ქალაქიდან, რომელსაც ინდიელები აკაკორს ეძახდნენ. გარდა ამისა, მათ ხომალდები ჰყავდათ, რომლებიც იალქნების და ნიჩბების გარეშე მოძრაობდნენ და ფრინველებზე სწრაფად გადაადგილდებოდნენ. მათ დიდი ქვებიც ჰქონდათ (ტელევიზორის მსგავსი მოწყობილობა), რომელშიც ისინი ყველაფერს ხედავდნენ, რაც მსოფლიოში ხდებოდა. მაგრამ, უცხოპლანეტელების ყველაზე საოცარი ქმნილება მიწისქვეშა ქალაქები იყო, რომლებიც რჩეულებისთვის შეიქმნა.


image


უცხოპლანეტელები დედამიწაზე 3 ათასი წლის მანძილზე ცხოვრობდნენ და ლემურის და ატლანტიდის ცივილიზაციების განვითარებას უწყობდნენ ხელს. მაგრამ, 12 ათასი წლის წინ, ეს ორი სუპერ იმპერია ერთმანეთს დაუპირისპირდა — მათ ერთმანეთი გაანადგურეს და პლანეტასაც დიდი ზიანი მიაყენეს. ეს თარიღი აკაკორის ქრონიკაში, როგორც ნულოვანი საათი (წელი) ისეა დაფიქსირებული. ეს უბედურება პლანეტაზე, მათი მტკიცებით, ძვ. წ. აღრ. 10 481 წელს მოხდა.

რა იყო შემდეგ? — ინდიელთა ისტორიის მიხედვით: პლანეტა ბინდმა მოიცვა, კონტინენტების ნაწილი ჩაიძირა, ხოლო ნაცრისფერი ნისლი, მზის სხივებს დედამიწის ზედაპირზე არ უშვებდა. იარაღის გავლენა იმდენად ძლიერი იყო, რომ დედამიწაზე სხვადასხვა კატაკლიზმი დაიწყო — შეიცვალა კლიმატ, მაგნიტური პოლუსები და სხვა...

ტომის ბელადის თქმით, «ღმერთებმა» დედამიწა მანამდე დატოვეს, ვიდრე ეს უბედურება მოხდებოდა. მას შემდეგ არაერთი ათწლეული გავიდა, ვიდრე ყველაფრის სტაბილიზება მოხდა. ხოლო, გადარჩენილმა ლემურელებმა და ატლანტებმა, თავი ისეთ დიდ ცივილიზაციებში გამოიჩინეს, როგორიც შუმერის, ინდის, ეგვიპტის და სხვა ცივილიზაციები იყო.

გარდა ამისა, ტომის ბელადმა არაერთი ისტორია მოყვა, სამხრეთ ამერიკაში ჩასულ კონკისტადორებზე. მაგრამ, ჩვენთვის ისტორიის ეს ნაწილი, ისედაც კარგად არის ცნობილი. ამასთან, მათ მიერ მოყოლილი ამბები, სრულად შეესაბამება იმ ისტორიას, რაც ჩვენ ისტორიის სახელმძღვანელოებიდან ვიცით. აქედან გამომდინარე, სავსებით შეგვიძლია იმის დაშვება, რომ მათ მიერ აღწერილი წინა მოვლენებიც, რომლის შესახებ, მხოლოდ რაღაც ვარაუდები გაგვაჩნია, შეიძლება, ჩვენი ცივილიზაციის რეალური ისტორიის ნაწილი იყოს.


image

არხის სხვა სიახლეები:


* რეპორტაჟული ფოტოები, რომლებიც ისტორიაში შევიდა

* დიდი სხვაობა (20 ფოტო)

* პელეს აუხდენელი ოცნება და ყველაზე მნიშვნელოვანი ჯილდო

* XXI საუკუნის სამმა მთავარმა წინასწარმეტყველმა ომის დასრულების და ევროკავშირის დაშლის თარიღი დაასახელა

* რა გეგმები ჰქონდა ფიურერს სსრ კავშირის დაპყრობის შემდეგ? – მსოფლიოს მოწყობის ჰიტლერისეული გეგმა

* სკანდალი გრძელდება – მელაძეს შეიძლება რუსეთის მოქალაქეობა ჩამოართვან

* 4 რაბინის დაპირისპირება (სამი – ორის წინააღმდეგ)

* დილის «თაიმსის» 3 გამოცანა – იფიქრეთ ჰოლმსივით (პასუხები აქვს)



1
866
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
866
  
2023, 9 იანვარი, 23:17
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1