x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ამერიკელი ჟურნალისტი,რომელსაც სიკვდილის დასჯის რეპორტაჟი უნდა გადაეცა, აიძულეს გამოეცვალა მოკლე ქვედაბოლო
image

ჟურნალისტი იძულებული გახდა ტანსაცმელი გამოეცვალა ალაბამაში სიკვდილმისჯილზე განაჩენის აღსრულების რეპორტაჟის გადმოცემის დროს, რადგან ციხის ჩინოვნიკებმა უთხრეს, რომ მას ძალიან მოკლე ქვედაბოლო ეცვა.


ივანა გრინკოვი შატარა, ვებსაიტის AL.com-ის მმართველი პროდიუსერი ამბობს, რომ ალაბამას სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა (ADOC) მას ასევე უთხრეს, რომ მისი ღია ფეხსაცმელი ძალიან გამოწვევი იყო.


ქალბატონი გრინკოვ შატარა აიძულეს გამოეცვალა ტანსაცმელი, როდესაც ის მივიდა ქალაქ ატმორში(ალაბამას შტატი) უილიამ ს. ჰოლმანის შრომა-გასწორების კოლონიაში, რადგან ციხის ადმინისტრაციის განცხადებით იგი ჩაცმის კოდექსს არღვევდა.



შატარა ციხეს ეწვია 28 ივლისს, რათა გაეშუქებინა ჯო ნათან ჯეიმს უმცროსის სიკვდილით დასჯა, რომელსაც სიკვდილი მიუსაჯეს მისი ყოფილი შეყვარებულის, 1994 წელს დაბადებული ფეით ჰოლის მკვლელობის გამო.



image

Twitter-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ჟურნალისტის წერს, რომ წინა სიკვდილით დასჯებსა და სხვა პროფესიულ ღონისძიებებზე იგივე ქვედაკაბა ეცვა, რომელსაც "ინციდენტი არ მოჰყოლია" .ბოლოს კი დასძინა: „მე ვფიქრობ, ეს ალოგიკურზე უფრო მეტია“.


"იმ საღამოს ალაბამას სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარემ საჯაროდ მითხრა, რომ სიკვდილით დასჯის ყურება არ შემეძლო, რადგან ჩემი ქვედაკაბა ძალიან მოკლე იყო“, - წერს იგი.

"5'7" და 5'10" ქუსლიანი ფეხსაცმელით ვარ მაღალი და გრძელფეხება.


"მე ვცადე ქვედაბოლო თეძოებამდე ჩამომეწია, რათა კაბა უფრო დაგრძელებულიყო, მაგრამ მითხრეს, რომ ის მაინც მიუღებელი იყო."

ფოტოგრაფმა მისცა ქალბატონ გრინკივ შატარას საწვიმარი, რაც ADOC-მა მიზანშეწონილად ჩათვალა.

0
234
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
234
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0