x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
იოკო ონოს სკანდალური აღიარება: "70-იან წლებში ჰილარი კლინტონთან ურთიერთობა მქონდა"

image


რამდენიმე წლის წინ, მხატვარმა და ჯონ ლენონის ქვრივმა, იოკო ონომ ლოს-ანჯელესის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, თასებისა და თეფშების კოლექციის წარდგენისას, თავისი სკანდალური განცხადებით ყველა შოკში ჩააგდო, იოკო ონომ მასა და ჰილარი კლინტონს შორის რომანი აღიარა. ხელოვანის თქმით, ნიუ - იორკში, 1970-იან წლებში, ყოფილ პირველ ლედის ვიეტნამის ომის წინაღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციების დროს ის არა მხოლოდ ხვდებოდა, არამედ მას "ახლოდან" საკმაოდ კარგადაც იცნობდა.


image


იოკო ონოს ეს სენსაციური აღიარება ჟურნალისტების მიერ საპრეზიდენტო კანდიდატის, ჰილარი კლინტონის შესახებ დასმულ შეკითხვას მოჰყვა:


image


"ჩვენ ბევრჯერ ვხვდებოდით 1970-იან წლებში, ნიუ-იორკში, ვიეტნამის ომის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების დროს და ძალიან ინტიმური ურთიერთობაც გვქონდა, ჩვენ სექსუალური თანასწორობის შესახებ ერთსა და იმავე ფასეულობას ვიზიარებდით, როდესაც ავტორიტარულ, პატრიარქალურ, მასკულინურ საზოგადოებას ვებრძოდით, რომელშიც თავადაც გავიზარდეთ, ჩვენ პატარა რომანიც კი გვქონდა, როდესაც მე ჯონთან მანჰეტენზე ვცხოვრობდი, ჰილარი კი იელში სწავლობდა, თუმცა საბოლოოდ, ჩვენ კავშირი დავკარგეთ, მე მას ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ", - განაცხადა პრეს - კონფერენციაზე ლენონის ქვრივმა.


image


ხელოვანი იმედოვნებდა, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტად კლინტონის არჩევა სექსუალური უმცირესობების უფლებების დაცვის კუთხით დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა, თუმცა იოკო ონოს ეს განცხადება სპეციალიტებმა ჰილარი კლინტონისთვის საპრეზიდენტო რბოლაში სერიოზულ დაბრკოლებად ჩათვალეს, და როგორც შედეგებმა აჩვენა არც შემცდარან.




0
1400
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1400