საზოგადოება ”დამირეკა, 1 საათში უნდა ჩამოვფრინდე, დამხვდიო…” – გუდაურში დაღუპული პილოტის ცოლი 2022, 30 ივლისი, 10:49 ![]() გუდაურში მომხდარ ტრაგედიას მფრინავი ზაზა ლორია ემსხვერპლა. ტრაგიკულად დაღუპული პილოტის, ზაზა ლორიას მეუღლე პირველ კომენტარს აკეთებს. . “დამირეკა 1 საათში უნდა ჩამოვფრინდე და დამხვდიო, ამ წუთამდე ველოდე. საშინელი ტრაგედია მოხდა, არა მხოლოდ ჩემს ქმარს ვტირი, მე ვტირი იმ ბიჭებს, ვინც შეეწირა – დანარჩენი მფრინავები, მაშველები, ექიმები. საშინელი მდგომარეობაა, არ ვიცი ეს რა კატასტროფაა. ძალიან ბევრი ჰყავს გადარჩენილი და დღესაც ამას შეეწირა. ყოველთვის სადარაჯოზე იყო, ყოველთვის მზად იყო. სამსახურშიც ზაზა რომ მიფრინავდა, ყველა მშვიდად ვიყავით, რომ ყველაფერი მშვიდად ჩაივლიდა. შვებულებაში იყო, მაგრამ მისთვის შვებულებაც არ არსებობდა. . ბედნიერი წლები გავატარეთ, ბედნიერი მეუღლე ვიყავი, ყოველთვის ვამაყობდი, რომ ზაზა ლორიას მეუღლე ვიყავი. იყო ყოველთვის თავმდაბალი, სიკეთის განსახიერება, ყველას გადამრჩენელი, მაშველი თუ კი რამ შეეძლო. საუკეთესო მეგობარი, მეუღლე, მამა, ბაბუა, ყველასთვის. ძალიან მიმძიმს მისი წარსულში თქმა და მოყოლა. მე არ ვიცი იქ რა მოხდა, მაგრამ ერთი ეს ვიცი, რომ ყველაფერს გააკეთებდა იმისთვის, რომ გადაერჩინა, როგორც საკუთარი თავი, ისე ყველა. ნამდვილად ვიცი რომ ბოლო წუთამდე იბრძოდა, პირველი შემთხვევა არ იყო, მფრინავისთვის ეს თანმდევია”, – ამბობს გარდაცვლილი პილოტის მეუღლე “ტვ პირველთან”. / შეგახსენებთ, წარმოუდგენელი ტრაგედია დატრიალდა გუდაურში. ვერტმფრენი, სადაც პარაპლანით ფრენისას ჩამოვარდნილთა დასახმარებლად წასული მაშველები და ეკიპაჟის სხვა წევრები იმყოფებოდნენ კლდეს შეეჯახა და აფეთქდა. ბორტზე იმყოფებოდნენ: ლევან ჩოხელი, ზაზა ლორია, დიმა ქააძე, ქეთი გულაგაშვილი, გიორგი ვენეცკი, კახა ტორჩინავა და გიორგი მარგიანი. სამწუხაროდ ბორტზე მყოფი 8-ვე ადამიანი დაიღუპა. . გარდაცვლილია პარაპლანით ხევში ჩავარდნილი არაბი ტურისტიც, რომლის გამოც სამაშველო ჯგუფის გამოძახება და სამძებრო ოპერაციის დაწყება გახდა საჭირო. ხოლო პარაპლანისტი მამაკაცი კლინიკაშია გადაყვანილი. მედიაში გავრცელებული ცნობით, დაშავებული პარაპლანისტის ძმა მართავდა ორი კვირის წინ პარაპლანს, რა დროსაც ასევე გუდაურში დაშვებისას არასრულწლოვანი ტურისტი დაიღუპა. 81 შეფასება არ არის |
ჩემი აზრით,რომელიც ეყრდნობა გმირი პილოტის, ჯიმი მაისურაძის მერე ყველაზე მაგარი მფრინავის,თავისი ქვეყნის და ხალხისთვის თავდადებული ადამიანი შამილის ვარაუდს, ეს იყო ბუნებრივი პირობებისგან წარმოქმნილი დაბრკოლება,რამად უკანა ფრთის დაზიანება გამოიწვია და მოხდა ტრაგედია. პილოტის პროფესიონალიზმზე მეტყველებს,თუ როგორ შეაკავა დაზანებული შეულმფრენი რაომედნიმე წამი და როგორ ცდილობდა მინიმალური შანსის გამოყენებას,მაგრამ უკანა ფრთა მოწყდა და მოხდა სამწუხარო ამბავი. საუბარი იმაზე რო ეს იყო პილოტის ბრალეულობა არის უპატივცემულობა ამ პიროვნების და ზოგადად,ამ სფეროში დასაქმებული ადამიანების.