საქართველო
"შეხვედრის ჩანაწერის გამოქვეყნებით აშანტაჟებს" - ვისზე საუბრობს თამარ ჩერგოლეიშვილი
2022, 30 ივლისი, 8:38
"ტაბულას" და "ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების" (VES) დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს, სადაც ვარაუდს გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით რომ შესაძლოა ბიძინა ივანიშვილი ამერიკის ელჩს, კელი დეგნანს შეხვედრის ჩანაწერის გამოქვეყნებით აშანტაჟებდეს:
"ჩლიქოსნების რეპლიკებით როგორც მივხვდი, ივანიშვილი დეგნანს შეხვედრის ჩანაწერის გამოქვეყნებით აშანტაჟებს.
ამიტომ აზუსტებს სუბარი - პირდაპირ ომში ჩათრევაზე არ ლაპარაკობსო.
პ.ს. ჯერ რა მყრალი დრამატურგიაა.
მენცარი კარნახობს ჩლიქოსნებს რა კითხონ საჯაროდ და მერე ან შათირიშვილი პასუხობს, ან თავად მოგვიძღვნის ეპისტოლეს, ან ეგებ მოგვევლინოს კიდეც ინტერვიუს ფორმატით. პროცესი წარმოგიდგენიათ რა დამცირებელი და გიჟურია?" - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე.