ქალი და მამაკაცი თაკო ტაბატაძე თავის საყვარელ ფეხბურთელთან ერთად ბათუმში ისვენებს(ფოტოები) 2022, 29 ივლისი, 17:00 თაკო ტაბატაძე ბათუმში ისვენებს თავის საყვარელთან, ფეხბურთელ სპანდერასთან(ნუგზარ სპანდერაშვილი) ერთად, როგორც ფოტოებიდან ჩანს წყვილი საკმაოდ ბედნიერად გრძნობს თავს.გორის "დილას" ფეხბურთელი თაკო ტაბატაძეზე 8 წლით უმცროსია. თავად თაკო ტაბატაძეს ასეთი მინაწერი აქვს გაკეთებული ფოტოზე: "It’s easy to confuse vulnerability with weakness, but allowing yourself to be vulnerable is the truest sign of strength"(ადვილია დაუცველობა სისუსტეში აგერიოს, მაგრამ საკუთარი თავს მისცე უფლება იყო დაუცველი, სიძლიერის ყველაზე ჭეშმარიტი ნიშანია) "ძალიან ლამაზი წყვილი ხართ " "სუპერ წყვილი, იბედნიერეთ" "თაკო, ბედნიერებას გისურვებთ. არასდროს მიაქციოთ ყურადღება ბოროტ და შურიან ხალხს, რომლებიც მორალის სახელით სხვებს წიხლავენ. სხვის პირადში ის იქექება, ვისაც საკუთარი არ გააჩნია " "ძაან ლამაზია ეს გოგო და აშკარად უფრო გალამაზდა "-წერენ კომენტარებში შეგახსენებთ, თაკო ტაბატაძის და გია ბაღაშვილის გაყრის შესახებ ინფორმაცია, ამა წლის თებერვალში გავრცელდა, როდესაც თაკო ტაბატაძემ ახალ შეყვარებულთან, ფეხბურთელ სპანდერასთნ ერთად გამოაქვეყნა აშკარად რომანტიული ხასიათის ფოტოები, მხოლოდ მაშინ გააკეთდა საჯაროდ განცხადება როგორც გია ბაღაშვილისგან, შემდეგ კი თაკო ტაბატაძისგან, როგორც გაირკვა ისინი უკვე მესამე წელია გაყრილები იყვნენ, თუმცა ეს ამბავი ფართო საზოგადოებისთვის უცნობი იყო და მხოლოდ ვიწრო საახლობლო წრეში იცოდნენ. გია ბაღაშვილი და თაკო ტაბატაძე 2009 წელს დაქორწინდნენ, მაშინ მოცეკვავე თაკო 18 წლის იყო, რის გამოც მათი ასაკობრივი სხვაობის გამო ბევრს საუბრობდნენ. თაკო გიაზე 19 წლით უმცროსია.წყვილს ოთხი ქალიშვილი შეეძინათ.თაკო პოპულარულ სერიალში "ჩემი ცოლის დაქალებში" თამაშობდა, ასევე მონაწილეობა მიიღო „ჩხიკვთა ქორწილის“ ახალ ვერსიაში, რომლის დადგმაც განხორციელდა 2018 წელს "ბლექ სი არენაზე". ბევრმა შეამჩნია, რომ ბოლო ხანებში თაკო ტაბატაძე კიდევ უფრო გალამაზდა და კიდევ უფრო მომხიბვლელი გახდა . 1701 1-ს მოსწონს 1-ს არა
|