x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
გერმანია იძულებულია გაზის ეკონომიის მიზნით ცხელი წყალი გათიშოს
image

გერმანიის ქალაქი ჰანოვერი გახდა პირველი დიდი ქალაქი, რომელმაც აკრძალა ცხელი წყალი და ცენტრალური გათბობა საზოგადოებრივ შენობებში, ვლადიმერ პუტინის მიერ მიწოდებული შეზღუდული გაზის საპასუხოდ, წერს Daily mail-ი



გადამწყვეტი ნაბიჯი მაშინ გადადგეს, როდესაც გერმანელებს უთხრეს, რომ უნდა ელოდონ ელექტროენერგიის მაღალ გადასახადს და გაზის ნორმირებულ მოხმარებას.რომელიც გავლენას მოახდენს მათ ყოველდღიურ ცხოვრებაზე.



ჰანოვერი, ქვემო საქსონიის დედაქალაქი ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთში, გამორთავს ცხელ წყალს საზოგადოებრივ შენობებში, საცურაო აუზებში და სპორტულ დარბაზებში.



გაზის დაზოგვის სხვა უკიდურესი ზომები მოიცავს საზოგადოებრივი შადრევნების დახურვას და ღამის განათების გამორთვას მთავარ შენობებზე, როგორიცაა მერია და მუზეუმები. ქალაქის მერმა ბელიტ ონაიმ ისაუბრა "გაზის გარდაუვალ დეფიციტზე", რაც იმას ნიშნავდა, რომ მათ უნდა შეამცირონ ქალაქის ენერგიის მოხმარება 15 პროცენტით.


პანიკა ევროპულ ქვეყნებს შორის, განსაკუთრებით გერმანიაში, სავარაუდოდ პუტინის ყურისთვის სასიამოვნო ჰანგებია, რადგან ითვლება, რომ ის იყენებს ენერგეტიკულ მარაგს, როგორც შურისძიების იარაღს იმ ქვეყნებზე, რომლებმაც უკრაინას მხარი დაუჭირეს.

გეგმა ითვალისწინებს საჯარო შენობებში გათბობის გამორთვას ყოველი წლის აპრილიდან სექტემბრამდე, ხოლო თერმოსტატები დანარჩენი წლის განმავლობაში დაყენებული იქნება მხოლოდ 20 °C-ზე (68 °F) თუმცა იქნება გარკვეული გამონაკლისები.


ასევე აკრძალული იქნება პორტატული კონდიციონერების, გამათბობლებისა და რადიატორების მოხმარება მოსახლეობაში.


გერმანია, ისევე როგორც ევროპის უმეტესი ნაწილი, განცხრომაშია ცხელი ზაფხულის დღეებით, რამაც უნდა შეარბილოს ცივი სეზონის დარტყმა, მაგრამ მთავრობის წარმომადგენლები ახლავე იღებენ ზომებს, რადგან იციან, თუ რა ელით მათ სეზონის დასრულების შემდეგ.

გაზპრომმა .რუსულმა სახელმწიფო ენერგეტიკულმა გიგანტმა, ბოლო პერიოდში ევროპელ ლიდერებს მოსვენება დაუკარგა, რადგან Nord Stream 1-ის მილსადენზე გაზის მიწოდება საგრძნობლად შეფერხებულია. მათ ივნისში 40 პროცენტამდე შეამცირეს ნაკადი, ტექნიკური პრობლემების მოტივით, ამ კვირაში კი მილსადენში გაზის ნაკადი 20 პროცენტამდე შემცირდა.

ევროკავშირის ენერგეტიკის ხელმძღვანელმა კადრი სიმსონმა გაზპრომის ამ საქციელს "პოლიტიკურად მოტივირებული" უწოდა, რადგან რიგი ქვეყნები იძლებულები გახდნენ გაეზარდათ ელექტროენერგიის გადასახადები, ასევე მთავრობები იბრძვიან გაზის საცავების შევსებაზე, მძიმე ინდუსტრიული საწარმოები კი კითხვას სვამენ, შეძლებენ ქარხნები მუშაობას?


შეგახსენებთ, რომ გერმანია ევროკავშირის ქვეყნებიდან რუსული გაზის ყველაზე დიდი მომხმარებელი იყო.


image

2
157
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
157
  
2022, 30 ივლისი, 7:15
ხოდა დროა ევროპელებმაც იგრძნონ გაჭირვების სუნი და მოუჭირონ ქამრები. ქართველებისთვის საოცარი დღეებია რა. იმ დროს,როცა ევროპა სიცივის ზღვარზეა და ცხელი წყალი ენატრებათ,ჩვენთან გაზის კანალები გაიჩარხა 16 მილიიარდი თუ არ ვცდები. ხომ დადგა ის დღე,როცა ვამბობდი რო ევროპელები მალე ჩვენთან ცხოვრებას ინატრებენთქო:) ხოდა აგერ არის ის დღე. როცა ზამთარში ჩაგვიკეტა გაზი რუსებმა,ევროპამ აღშფოთება გამოხატეს და ფაქტიურად დაგვიკიდეს,ხოლო ეხლა შევალ მოვუშვებ ცხელ წყალს და ჩავჯდები სავარძელში,იდინოს მაგის დედაც ვატირე:) ადრე ვთქვი,რომ ევროპას არანაკლებად ვჭირდებითქო და აჰა ბატონო. ახლა ჩვენ მარიფათზეა დამოკიდებული და აზერების,ორმაგი და სამაგი ფასი უნდა გადავახდევინოთ მაგ ნ ა ბ ო ზ ვ ა რ ევროპელებს. არ უნდოდათ ევროკავშირში ქვეყანა,რომელსაც გაზი აქვს ან მაგარი კანალი აქვს აზერბაიჯანთან,ხოდა ეიფელიდან გამოექანონ. და ბოლოს,აღშფოთებული ვარ რუსეთის ხელისუფლების ქმედებით და მოვუწოდებთ,რომ შეასრულონ ნაკისრი ვალდებულებები. წაიკითხონ ეს ევროპელებმა და თუ ნუგეშს იგრძნობენ ამ მძიმე დროს მაგასაც ვნახავთ. თან ჩვენ ბომბები გვეყრებოდა თავზე და მაშინ გვითხრეს,ცხელი წყალი ნაკლები პრობელმა არის. ჯარებში მთელი ზამთარი ცივი წყლით ვსარგებლობდით,მარა კი ვარ ცოცხალი აგერ
2022, 30 ივლისი, 7:03
რას უნდა ნიშნავდეს "პოლიტიკურად მოტივირებული" ნეტა:) როცა საჩხუბრად მიდიხარ და ხელს იქნევ,ურტყავ მოწინააღმდეგეს,მაშინ ისიც დაგარტყავს,რა გონიათ რო მეორე ლოყას მიუშვერდა და მირტყით რამდენიც გინდათო? ევროპამ და ამერიკამ დაასანქცირა რუსი ოლიგარქები,ჩამოართვეს ქონებები და თანხები გაუყინეს,რაც პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო,რადგან ეს ხალხი რუსეთში აშავებს დასაშავებელს და იქ სჩადის დანაშაულებს ძირითადად. ომამდე კომფორტულად თანაარსებობდნენ ეს ხალხი ევროპელებთან და დიდ ფულს ხარჯავდნენ ევროპულ ეკონომიკაში,რაც გვაფიქრებინებს რო ამ ზონაში სუფთად მოქმედებდნენ,თუ ეს ასე არ არის,მაშინ ევროპელი ლიდერებიც კორუმპირებულები არიან,როგორც რუსეთის. პუტინის შვილს და სიძეს დაუწესეს სანქციები და მამის ცოდვებისთვის შვილს სთხოვენ პასუხს,თითქმის ყველა ბრენდი გახადეს იძულებული გასულიყვნენ რუსული ბაზრიდან,რა ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება არ იყო? ეხლა არ მითხრათ,რომ კომპანიები თავისი ნებით გავიდნენ რუსული ბაზრიდან,რადგან ეგ ტყუილია და შეუძლებელია ეგრე იყოს. კონკრეტულ ბზარზე შესასვლელად კომპანები უამრავ ფულს ხარჯავენ ჯერ შესასწავლად და მერე პოზიციონირებისთვის,ბრენდის სახელის გაზრდისა თუ სანდოობის მოსაპოვებლად. იყვანენ ადგილობრივ თანამშრომლებს და დებენ ფულს მათ კვალიფიკაციის ამაღლებაში. რა მოხდე გასვლის დროს,ეს ხარჯი "აუნაზღაურებელ დანახარჯად" აღიარეს და კონტრაქტები გაუწყვიტეს თანამშრომლებს,ამ დროს ვალდებულება ეკისრებათ 2-3 თვის ფული გადაუხდონ. რომელი ჭკუათ მყოფელი ბიზნესმენი გააკეთებდა თავის ნებით ამას?
0 1 2