x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134048
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
როგორ ვიშოვოთ ფული სახლიდან გაუსვლელად
image
21-ს საუკუნის ცხოვრების სტილიდან გამომდინარე გარკვეული პროფესიები ქრება, სანაცვლოდ იქმნება ახლები. პარალელურად, ჩნდება ახალი შესაძლებლობები, რომლის საშუალებითაც ადამიანები სახლიდან გაუსვლელად ახერხებენ საკუთარი საქმის დაწყებას და გარკვეული შემოსავლის მიღებასაც. საქმისადმი სერიოზულად მიდგომისა და შრომისმოყვარეობის შემთხვევაში კი წარმატების და ღირებული შემოსავლის მიღებაც შესაძლებელია.

გთავაზობთ 5 ბიზნესიდეას, რომლის წამოწყება და მართვა სახლიდან გაუსვლელადაა შესაძლებელი.

  • ხელნაკეთი ნივთების შექმნა და მათი სოციალური ქსელის საშუალებით გაყიდვა - დღეს ძვირადღირებულ საიუვლიერო ნაწარმს და ბრენდულ პროდუქციას სერიოზულ კონკურენციას უწევს ხელნაკეთი აქსეუსარები და ტანსაცმელი.
    პერსონალურად შექმნილ ნივთებს სხვა დამატებითი ღირებულება აქვს. სწორედ ამიტომ დაფიქრდით, რისი კეთება გამოგდით კარგად და დაიწყეთ საკუთარ თავში ამ შესაძლებლობის განვითარება. მონდომების შემთხვევაში საკმაოდ მოკლე პერიოდში შეიძლება, სოლიდური შემოსავალიც კი მიიღოთ. ეს საქმიანობა შეიძლება იყოს ხელნაკეთი ჩანთები, საფულეები, ხელით მოხატული ტანსაცმელი, თიხის ან ხის აქსესუარები თუ სამკაულები.
  • ონლაინ ვაჭრობა - ონლაინ მაღაზიის შექმნა ან ნივთების სოციალური ქსელის საშუალებით გაყიდვა საკმაოდ მიღებული პრაქტიკაა. ხშირ შემთხვევაში ადამიანები თავადაც ონლაინ იწერენ ამერიკული თუ ჩინური საიტებიდან პროდუქციას, უმეტესად, ტანსაცმელს და შემდეგ საკუთარი გვერდის საშუალებით ყიდიან. არის შემთხვევები, როცა ნივთები წინასწარ არც აქვთ გამოწერილი და მომხმარებლებს სასურველი პროდუქციის გამოწერას სთავაზობენ. ეს საქმიანობა საქართველოში მეტად პოპულარულია, რადგან ონლაინ ვაჭრობის პოპულარობის მიუხედავად, ქართული საზოგადოების გარკვეულ ნაწილს ჯერ კიდევ ურჩევნია, რომ გამოწერაში კომპეტენტური და გამოცდილი ადამიანი დაეხმაროს.
  • "ამაზონზე" პროდუქციის გაყიდვა. amazon.com-ზე ვაჭრობით სახლიდან გაუსვლელად სოლიდური შემოსავლის მიღებაა შესაძლებელი. ბოლო პერიოდში ტექნოლოგიურმა გიგანტმა მომხმარებელს შესთავაზა ახალი პროგრამა "ამაზონ FBA", რომლის საშუალებითაც ნებისმიერ ფიზიკურ პირს და მცირე მეწარმეს შეუძლია იაფად მოიძიოს ან დაამზადოს პროდუქცია და გაყიდოს ამაზონზე, შესაბამისად შემოსავალი მიიღოს ამერიკულ ვალუტაში. ამ საქმიანობას ასევე მოიხსენიებენ როგორც „ბიზნესი სამსახურთან ერთად". საქართველოში შეიქმნა კომპანია Amazon export hub, რომელიც მსურველებს Amazon-ზე პროდუქციის გაყიდვაში ეხმარება. კომპანია საქართველოს მოქალაქეებს სრულ სასწავლო კურსს სთავაზობს: კურსი მოიცავს რეგისტრაციის პროცესის პრაქტიკულ განხორციელებას, ბაზრის ანალიზს, ლოჯისტიკასა და კოდების სისტემაში დახმარებას, საწყობების კონტროლსა და განთავსებული განცხადების (“ლისტინგის") საძიებო სისტემაში წინა პოზიციებზე წაწევას (SEO, დარანკვა). კომპანიის დამფუძნებელია ლევან მოლაშვილი, პირველი ქართველი ვინც გამოცდილება გერმანიასა და უკრაინაში მიიღო და მზად არის თავისი ცოდნა გაუზიაროს ნებისმიერ მსურველს.
  • გახდით ბლოგერი ან ვლოგერი - საინტერესო ბლოგების წერის ან ვიდეოკონტენტის შექმნის შემთხვევაში თქვენ შეიძლება, მოკლე პერიოდში მოიპოვოთ პოპულარობა. ამ შემთხვევაში შემოსავლის მიღება შესაძლებელია როგორც კომპანიებისგან, რომლებიც სარეკლამო მასალებს დაგიკვეთავენ, ასევე Youtube-დან.
  • სახლში მიიღეთ მოსწავლეები - თუ თქვენ ამა თუ იმ მიმართულებით პროფესიული განათლება გაქვთ, მაშინ შეგიძლიათ, მოსწავლეები სახლში ამეცადინოთ. ეს ყველაზე ძველი და ტრადიციული საქმიანობაა, რომელიც სახლიდან გაუსვლელად გარკვეული შემოსავლის მიღების შესაძლებლობას გთავაზობთ. ამ საქმიანობის კიდევ ერთი უპირატესობა ისაა, რომ თქვენ ზუსტად განსაზღვრული გრაფიკი გექნებათ და თავისუფალი დროის დაგეგმვას უკეთესად შეძლებთ.

0
209
8-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
209
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0