x
რომან გოცირიძე - "იმ ტროიკისა არ იყოს, უნდა დავტოვო დროებით პარტია, რათა მეც გამეხსნას ხელ-ფეხი"
image
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე „ფეისბუქზე“ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის კელი დეგნანის ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის მართებულობას განიხილავს. გოცირიძე მიიჩნევს, რომ „კელი დეგნანის კრიტიკა იმის გამო, თუ რატომ იხილავს კერძო პირთან ქვეყნის განვითარების მნიშვნელოვან საკითხებს, არასერიოზულია“.


„რატომ შეხვდა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ბიძინა ივანიშვილს? იმიტომ, რომ ამერიკის მთავრობას მიაჩნია იგი ქვეყნის ფაქტობრივ მმართველად. ასე მიაჩნია ევროპასაც, აზიასაც და ყველას, ვისაც საქართველოსთან რაიმე სერიოზული საკითხის განხილვა სურს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა ივანიშვილს ხვდება. პრემიერ-მინისტრი რომ მისი ქვეშევრდომია, ყველამ იცის, ამიტომ ზოგჯერ ამითაც კმაყოფილდებიან.


ამერიკის პრეზიდენტი ჩრდილოეთ კორეის დიქტატორსაც ხვდება, მიუხედავად იმისა, რომ ის არავის აურჩევია.


კელი დეგნანის კრიტიკა იმის გამო, თუ რატომ იხილავს კერძო პირთან ქვეყნის განვითარების მნიშვნელოვან საკითხებს, არასერიოზულია. საქართველოში რომ არაფორმალური მმართველობაა, ეს უკვე ევროპარლამენტის რეზოლუციაშიც კი არის ასახული. ( ისე, ამერიკის კონგრესიც დროზე თუ იზამს ამას, კარგი იქნება). “რადგან გადაწყვეტილების მიმღები რეალური პირია, სხვა გზა არა გვაქვს, რომ არ შევხვდეთ”-ასეთი მიდგომა გასასაგებია. აი, არაფორმალურ მმართველობას საკმარისად რომ არ ამხელ და ოლიგარქიულ რეჟიმს, როგორც ქვეყანაში პოლარიზაციის მთავარ წყაროს, შენი მოქმედებებით სიცოცხლეს რომ უხანგრძლივებ, ეს კი ძალიან ცუდია. ეს საყვედური ელჩებს არ ეხებათ, ისინი თავიანთი მთავრობების დავალებებს ასრულებენ.



იმ ტროიკისა არ იყოს, უნდა დავტოვო დროებით პარტია, რათა მეც გამეხსნას ხელ-ფეხი ოლიგარქიულ რეჟიმთან შემგუებელი ჩვენი საერთაშორისო პარტნიორი ქვეყნების საკრიტიკოდ“, - წერს გოცირიძე.

3
191
1-ს მოსწონს
ავტორი:თეა კანდელაკი
თეა კანდელაკი
191
  
2022, 28 ივლისი, 18:24
90იან წლებში მოხდა ჰიპერინფლაცია და ფულის გაუფასურება,რამაც კრიზისი გამოიწვია,უამრავი ფული გაქრა და დეპოზიტების მფობელები დარნენ ნულზე. ეჭვი მაქვს რო რომანა მონაწილეობდა ამ პროცესებში და არამარტო ის. ბიძინამ თუ ეს ქვეყანა გაძარცვა ეგ გვითხარით,თორე რუსეთში კაცის კვლით იშოვა ფული თუ პუტინს მინეტი გაუკეთა რა თქვენი საქმეა. 8 მილიარდი კი არა 800 მილიარდი ქონდეს და დახარჯოს აქ,რატო უნდა გინდოდეს სანქცირება მისი. გაანებეთ ბიძინას თავი და სისტემა შეცვალეთ,ბიძინა ფეხებსაც ვერ მოსჭამს ვერავის,თუ სისტემამ არ მისცა ამის უფლება და ეხლა აძლევს,ხოდა გულოაბს,რა ნაცები არ გუალობდნენ თავის დროზე.
2022, 28 ივლისი, 18:17
გასაკვირი იქნებოდა პოლარიზაციის მთავარ წყაროდ სისტემას თუ დასახელებდა და ტრადიციულად,სისტემა დაიცვა,პიროვნებას დააბრალა. ამ ქვეყნის პრობლემა მიშა ან ბიძინა კი არა სისტემა არის,რომელიც ერთი ადამიანის ხელში ახდენს ძალაუფლების კონცენტრაციას. როგორც ნათქვამია,ძალაუფლება რყვნის,აბსოლიტური ძალაუფლება რყვნის აბსოლიტურად. პარტიას აქვს 40 % მხარდაჭერა და უმრავლესობით ზის პარლამენტში,დააკომპელქტა მთავრობა. ბიძინა კი არ უნდა გაგდო ქვეყნიდან უნდა გამოიყენო,რადგან ეგეთი ფულიანი კაცს საიდან მოიყვან აქ. დასაწყისისთვის,ბუნებრივი ბარიერით უნდა ჩატარდეს არჩევნები,ეს ნიშნავს კოალიციურ მთავრობას ე.ი. ულტიმატუმის რეჟიმი გამორიცხულია,არ შეთანხმდებიან და ჩემს ფეხებს მიიღებენ ბიუჯეტიდან,არც სკამები შეხვდებათ.

და კიდევ,შეიძლება არაფორმალურად მართავს ბიძინა ქვეყანას და ეს ყველამ ვიცოდით,მარა ამერიკის ელჩი რო ახალისებს ამ თემას და არ უჭირავს პრინციპული პოზიცია ძალიან ცუდია. ჯერ კიდევ საკითხავია,ვისი პროექტია ქოცეთი რუსების თუ ამერიკელების,ქართული პროექტი რო არ არის ეგ ვიცით ან როდის ყოფილა ამ ქვეყანაში ქართული პროექტი ბოლოს.

რაც შეხება რომანას,ახლანდელი ერ. ბანკის პრეზიდენტიც და ყველა ყოფილი უფროსი ამ უწყების უნდა გაიშოლტონ სადემოსტრაციოდ თავისუფლების მოედანზე,როგორც სახელმწიფოს წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის. დანაშაული გამოიხატება შემდეგში,ფულის მასის უკონტროლო გამოშვება და ამით ფულის გაუფასურების გამოწვევა,რამაც დიდი მოგება მოუტანა კომერციულ ბანკებს.
2022, 28 ივლისი, 15:38
ყველამ იცის ევროპამაც,ამერიკამაც და აზიამაც რომ თქვენ ბრძანდებით ქართველი ხალხი გაღატაკების ერთერთი შემოქმედი, პუტჩისტი. წესით უნდა გაგასამართლონ, ნორმალური ქვეყანა რომ გვქონდეს. თქვენ კიდევ პარლამენტში ბრძანდებით, კრიმინალებისათვის ქართული პოლიტიკა თავშესაფარი არ უნდა იყოს.
0 1 3