ქალი და მამაკაცი "მის სამყაროს" ყველაზე ლამაზი 10 გამარჯვებული, უკანასკნელი 30 წლის მანძილზე 2022, 29 ივლისი, 8:05 კონკურსი "მის სამყარო" 1952 წლიდან იმართება და მისი მიზანი პლანეტის ყველაზე ლამაზი გოგონას გამოვლენაა. აქ კი, გამარჯვებულებს შორის, 10 ყველაზე ლამაზ გოგონას წარმოგიდგენთ, რომლებმაც ეს ტიტული, უკანასკნელი 30 წლის მანძილზე მოიპოვეს: ლეილა ლოპესი, ანგოლა მუქკანიანმა ლამაზმან, გრძელი ფეხებით, "მის სამყაროს" ტიტული 2011 წ. მოიპოვა. ალისია მაჩადო, ვენესუელა ის ხსენებული კონკურსის გამარჯვებული 1996 წ. გახდა. იმ მომენტისთვის გოგონა მხოლოდ 19 წლის იყო. ლარა დატა, ინდოეთი "მის სამყარო" – 2000. ნამდვილი აღმოსავლური ლამაზმანი. ოკსანა ფიოდოროვა, რუსეთი ოკსანა კონკურსის ერთადერთი გამარჯვებულია რუსეთიდან. მან "მის სამყარო" 2002 მოიგო. ამელია ვეგა, დომინიკელთა რესპუბლიკა ამელიამ, რომლის სიმაღლე 186 სმ–ია, "მის სამყაროზე" 2003 წ. გაიმარჯვა. ნატალია გლებოვა, კანადა ამ ლამაზმანმა კონკურსზე 24 წლის ასაკში, 2005 წ. გაიმარჯვა. ხიმენა ნავარეტე, მექსიკა ამ ულამაზესმა მექსიკელ გოგონას "მის სამყაროს" გვირგვინი 2010 წელს დაადგეს. ოლივია კალპო, აშშ ეს ერთ–ერთი ყველაზე მინიატიურულ "მის სამყაროა". მისი სიმაღლე, სულ რაღაც 165 სანტიმეტრია. მან კონკურსის მთავარი პრიზი 10 წლის წინ, 2012 წ. მოიგო. გაბრიელა ისლერი, ვენესუელა ეს ზღაპრული პრინცესა, გრძელი თმით, ლამაზი ღიმილით და თვალწარმტაცი ფიგურით, "მის სამყარო" 2013 წ. გახდა. პაულინა ვეგა, კოლუმბია მან "მის სამყაროს" კონკურსი 2014 წ. მოიგო. გოგონამ ყველა თავისი სინაზით და სათნოებით მოხიბლა. სტატისტიკა კი, ქვეყნების მიხედვით, ასე გამოიყურება: ყველაზე მეტჯერ კონკურსზე ამერიკელმა გოგონებმა გაიმარჯვეს, მეორე ადგილზე – ვენესუელაა, მესამეზე – პუერტო–რიკო და ა. შ. აშშ 1954, 1956, 1960, 1967, 1980, 1995, 1997, 2012 ვენესუელა 1979, 1981, 1986, 1996, 2008, 2009, 2013 პუერტო–რიკო 1970, 1985, 1993, 2001, 2006 ფილიპინები 1969, 1973, 2015, 2018 შვედეთი 1955, 1966, 1984 ინდოეთი 1994, 2000, 2021 დანარჩენი ქვეყნის წარმომადგენლებმა – 2–2–ჯერ, ან თითოჯერ. ზოგიერთ ქვეყანას კი, საერთოდ არ მოუგია. არხის სხვა სიახლეები:* რატომ წურავენ ყურძენს ფეხით?* ადამიანები, რომლებიც კრიტიკულ სიტუაციებში გადარჩნენ, მაგრამ სიკვდილი ვერ მოატყუეს* იცით როგორ განკურნოთ საკუთარი თავი? – ამას ამერიკელი გენეტიკოსი გეტყვით* თუ გსურთ, რომ თქვენი ეზო მიმზიდველად გამოიყურებოდეს, ეს პრაქტიკული რჩევები გაითვალისწინეთ* 9 სახალისო ფაქტი ბედის ირონიის შესახებ* იცით რა გავლენას ახდენს ყავა ჩვენს თმაზე?* 25 მტკიცებულება, რომ ყველა პატარა საყვარელია577 3-ს მოსწონს
|