15 რამ, რაც ამერიკელი ხალხისთვის სრულებით ნორმალურია, დანარჩენი მსოფლიოსთვის კი უჩვეულო
აშშ-ს აქვს ბევრი დადებითი და უარყოფითი მხარე, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა ქვეყანას. თუმცა, ვერ უარყოფთ, რომ ამერიკა მართლაც უცნაურია:
1. ამერიკელები საუბრობენ თავიანთ თავისუფლებაზე, თითქოს ისინი ცხოვრობენ მსოფლიოში იმ ერთადერთ ქვეყანაში, რომელსაც აქვს ეს.
2. ამერიკელები დიდად არ იტკიებენ თავს დაბადების დღის საჩუქარზე, მათ უბრალოდ შეუძლიათ იყიდონ მისალოცი ბარათი უახლოეს მაღაზიაში და ის წაიღონ სტუმრად მისვლისას.
3. აშშ-ში შეგიძლიათ გაკოტრდეთ, თუ საავადმყოფოში მოხვდით. იქ ძალიან ძვირი სამედიცინო მომსახურებაა დაზღვევის გარეშე და ხალხს ურჩევნია საერთოდ არ ეწვიონ ექიმებს.
4. წარმოიდგინეთ, 18 წლის ხდებით და შეიძლება სხვა ქვეყანაში გაგგზავნონ საომრად, ალკოჰოლის დალევა კი მაინც არ შეიძლება.
5. შაქარი თითქმის ყველა პროდუქტშია, პურშიც კი.
6. აშშ-ში არის გაზომვის განსხვავებული სისტემა - ისინი ზომავენ მანძილს იარდებით, მასას ფუნტებში და მოცულობას კვარტებში.
7. ამერიკელებს შეუძლიათ იარაღის ფლობა, რამაც არაერთხელ გამოიწვია ტრაგედია
8. ისინი არ ასახელებენ ნივთების საბოლოო ფასს, რადგან დღგ-ს გადასახადი არ არის ნაჩვენები ფასზე
9. ამერიკელები პატრიოტები არიან და ამერიკის დროშის გამოსახულება ყველგან ჩანს, მათ შორის ტანსაცმელზე და საცვლებზეც კი.
10. ზოგიერთ ამერიკულ სკოლაში, გაკვეთილების დაწყებამდე, მოსწავლეებს მოეთხოვებათ ფეხზე წამოდგომა და ხელის გულზე დადება და ფიცის წარმოთქმა დროშის წინაშე.
11. ამერიკის კაფეებსა თუ რესტორნებში ძალიან დიდი პორციებია, ალბათ ამიტომაც აქვთ სიმსუქნის პრობლემა.
12. აშშ-ში აფთიაქები განსხვავდება ქართული და ევროპული აფთიაქებისგან. აქ შეგიძლიათ შეიძინოთ საკვები, ალკოჰოლი, სუვენირებიდა მეტიც, თუ მოინდომებთ ფოტოებსაც დაბეჭდავთ.
13. თუკი ამერიკელი გიღიმით და გეკითხებათ როგორაა საქმე, ძალიანაც არ გაგეხარდეთ, ეს უბრალოდ კარგი ტონის ნიშანია.
14. უმაღლესი განათლება შეერთებულ შტატებში, ფასიანია. მიუხედავად საგანმანათლებლო დაწესებულების ტიპისა, იქნება ეს სახელმწიფო უნივერსიტეტი თუ კერძო, სტუდენტებმა უნდა გადაიხადონ სწავლის საფასური ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხის მისაღებად.
15. აშშ-ში ხალხი სახლში ფეხსაცმლით დადის, ქუჩიდან შემოსულები შეიძლება დივანზე წამოწვნენ და თავი არც შეიწუხონ გახდით.