x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
ჰიტლერის დაბადება XVI საუკუნეში იწინასწარმეტყველეს. ხოლო, სსრ კავშირის დაშლა – 1944 წელს

რამდენი წინასწარმეტყველება აღმოჩნდება მართალი და რამდენი არ ახდება? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ადვილი არ არის, რადგან, ძირითადად, იმ პროგნოზებს ვაქცევთ ყურადღებას, რომელიც უკვე განხორციელდა. და უნდა ვთქვათ, რომ ამ «წინასწარმეტყველების» ავტორები, შეიძლება, მხოლოდ პროფესიონალი ნათელმხილველები კი არა, მაგ., მეცნიერები და მწერალი–ფანტასტებიც იყვნენ. აქ პოლიტიკურ თემაზე გაკეთებულ, რამდენიმე წინასწარმეტყველებას გთავაზობთ, რომელიც ახდა.


ჰიტლერის დაბადებაimage


XVI საუკუნეში ცნობილი ფრანგი ნათელმხილველი მიშელ ნოსტრადამუსი წრდა:

«დასავლეთ ევროპის სიღრმეში, ღარიბულ ოჯახში ბიჭი გაჩნდება, რომელიც თავისი ენით დიდი რაზმს მოხიბლავს. მისი დიდება აღმოსავლეთის სამეფოსკენაც გაიზრდება».

ნოსტრადამუსის ტექსტების მკვლევარები თვლიან, რომ აქ საუბარი, შეიძლება, ადოლფ ჰიტლერზე იყოს, რომელიც ამ ქვეყანას, 1889 წ. ავსტრიაში, საშუალო შემოსავლის ოჯახში მოევლინა. ის ხელისუფლებაში, უმეტესწილად, თავისი ორატორული შესაძლებლობების წყალობით მოვიდა. რაც შეეხება «აღმოსავლეთის სამეფოს», აქ, შეიძლება, იაპონია იგულისხმებოდეს, რომელიც II მსოფლიო ომის დროს, გერმანიის და იტალიის მოკავშირე იყო.


I და II მსოფლიო ომებიimage


ამერიკელ მედიუმს ედგარ კეისის «მძინარე წინასწარმეტყველი» შეარქვეს, რადგან ის მომავალს და ასევე, წარსულს, ძილში ხედავდა. კეისიმ ბევრი ზუსტი პროგნოზი გააკეთა. კერძოდ, დაასახელა I და II მსოფლიო ომების დაწყების და დასრულების თარიღები, იწინასწარმეტყველა გერმანელების დამარცხება კურსკის ბრძოლაში (1943 წლის 5 ივლისი – 25 აგვისტო) და ომში.


ატომური ბომბის შექმნა და «ცივი ომის» დაწყებაimage


ჰერბერტ უელსი, დიდი ხნით ადრე, ვიდრე ეს რეალურად მოხდებოდა, ატომური ბომბის გამოჩენას, რამდენიმე სამეცნიერო–ფანტასტიკურ ნაწარმოებში წინასწარმეტყველებდა.

მაგ., რომანში «The World Set Free» (მსოფლიოს გათავისუფლება), რომელიც მან 1914 წ. გამოაქვეყნა, აღწერილია ურანზე დამზადებული ხელყუმბარა, რომლის აფეთქება უსასრულოდ შეიძლებოდა. ხოლო, 1933 გამოცემულ წიგნში «The Shape of Things to Come» (მომავლის სახე) აღწერილია II მსოფლიო ომი, რომელიც 1939 წელს დაიწყო.

ატომური ბომბის შექმნის შესახებ საუბარი, 1941 გამოცემულ ამერიკელი სამეცნიერო ფანტასტის რობერტ ჰაინლაინის მოთხრობაშიც – «Solution Unsatisfactory» (ცუდი გადაწყვეტილება) არის. მისი სიუჟეტი ასეთია: შეერთებული შტატები იყო მსოფლიოში პირველი ქვეყანა, რომელმაც ბირთვული იარაღი შექმნა და სხვა ქვეყნებსაც უბიძგა ამისკენ. მიუხედავად იმისა, რომ ნაწარმოები დიდი ხნით ადრე დაიწერა, ვიდრე გაჩნდა იდეა, ბირთვული იარაღის ადამიანების განადგურების მიზნით გამოყენების შესაძლებლობის შესახებ, მასში არის მინიშნებები აშშ–ს და სსრ კავშირს შორის, შეიარაღებაზე შეჯიბრზე და ცივ ომზე.


საბჭოთა კავშირის დაშლაimage


ჯერ კიდევ 1944 წ. იგივე ედგარ კეისმა იწინასწარმეტყველა:

«ვერ მოასწრებს დასრულებას XX საუკუნე, რომ კომუნიზმის კრახი დადგება».

სსრ კავშირმა გაუძლო II მსოფლიო ომს და ქვეყანაში ცხოვრება თითქოს დასტაბილურდა. მაგრამ, 80–იან წლებში მ. გორბაჩოვის «პერესტროიკამ» (გარდაქმნა) «იფეთქა» და 1991 ქვეყანა დაიშალა:

1991 წლის 26 დეკემბერს საბჭოთა კავშირის უმაღლესმა საბჭომ სახელმწიფოს არსებობის გაუქმების დეკლარაცია მიიღო. რუსეთის დღევანდელი პრეზიდენტის ვ. პუტინის შეფასებით, ეს XX საუკუნის ყველაზე დიდი გეოპოლიტიკური კატასტროფა იყო.

უდიდესი ქვეყნის კრახის მიზეზის შესახებ კამათი დღემდე გრძელდება. ისტორიკოსების და ექსპერტების ერთი ნაწილის აზრით, სსრ კავშირი ბ. ელცინმა დაშალა, ხოლო სხვები ამტკიცებენ, რომ ქვეყნის დაშლაში ლომის წილი, არა ბორის ელცინს მიუძღვის, რომელმაც ბელოვეჟის ხელშეკრულებას (1991 წლის 8 დეკემბერს ბელარუსმა, რუსეთის ფედერაციამ და უკრაინამ, როგორც 1922 წ. სსრ კავშირის დამფუძნებელმა სახელმწიფოებმა, ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მიხედვით, სსრ კავშირი დაშლილად ცხადდებოდა და მის ბაზაზე, დამოუკიდებელი ქვეყნების ახალი ერთობა – დსთ (СНГ «Содружества Независимых Государств» იქმნებოდა. რედ.) მოაწერა ხელი, არამედ სსრ კავშირის ბოლო პრეზიდენტს, მიხეილ გორბაჩოვს. გაგრძელება >>>


image


imageimageimageimage




0
589
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
589
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0