სხვა თუ გსურთ, რომ თქვენი ეზო მიმზიდველად გამოიყურებოდეს, ეს პრაქტიკული რჩევები გაითვალისწინეთ 2022, 28 ივლისი, 9:08 თბილ ამინდში თქვენი ეზო შეიძლება ისეთ ადგილად იქცეს, სადაც გაზაფხულის და ზაფხულის დღეებს სიამოვნებით გაატარებთ. ამიტომაც გთავაზობთ ეზოს მოწყობის რამდენიმე პრაქტიკულ რჩევას იმ მიზნით, რომ დამღლელი დღის შემდეგ მოეშვათ სუფთა ჰაერზე ისეთ გარემოში, რომელიც სტილთან და კომფორტთან ასოცირდება. გამოიყენეთ დეკორატიული ბალიშები უფრო მეტი კომფორტის შესაქმნელად 1. 2. 3.მეგობრებისა და ოჯახის წევრების მოსახიბლად, უფრო დიდხანს რომ გაატარონ დრო სუფთა ჰაერზე, დიზაინერების ერთ-ერთი რჩევაა, გააფორმოთ დასაჯდომი და მოსასვენებელი ადგილები ბევრი ბალიშით. შეარჩიეთ ისეთი ბალიშები, რომელიც შესაფერისია ღია ცის ქვეშ დასადებად – მზესა თუ წვიმაში. აქცენტი გააკეთეთ გამძლე ქსოვილზე, თუმცა, ამავდროულად კაშკაშა, ხალისიან ფერებს მიანიჭეთ უპირატესობა – ფერადი პრინტებით, რომელიც მაშინვე მიიპყრობს სტუმრის ყურადღებას. ეზოს გასაფორმებლად დიდი ზომის ყვავილის ქოთნები გამოიყენეთ4. 5. 6. 7.ეზოს მოწყობის პრაქტიკული რჩევები ასევე მოიცავს შესაფერის ბილიკებს და დიდი ზომის ქოთნებს მცენარეებისთვის. მოათავსეთ კართან ახლოს ან მესერის გასწვრივ. გამოიყენეთ მაღალი და ფერადი მცენარეები, როგორიცაა ფუქსია, კოლეუსი და ლანტანა, შესაფერისი გარემოსთვის. ერთ კონტეინერში მოათავსეთ მრავალწლიანი და ერთწლიანი მცენარეები ერთად. ნუ დაივიწყებთ ბოსტნეულის და მწვანილის შესახებ. მზიანი ადგილიშეს აფერისია ეზოში რამდენიმე პომიდვრის, წიწაკის ან კიტრის მოსაყვანად. ამასთან, იქნება ეკოლოგიურად სუფთა და სტუმრებთანაც თავს მოიწონებთ საკუთარი მოსავლით. ჟალუზები ეზოსთვის8. 9. 10.თქვენი ეზო უფრო მეტად მიმზიდველი რომ გახადოთ დაამონტაჟეთ ეზოს ჟალუზები. ამასთან, ცნობისმოყვარე თავალისგანაც დაგიცავთ და ხელს შეუწყობს თქვენს განმარტოებას. უბრალოდ შეარჩიეთ სტილისტურად შესაფერისი ჟალუზი, ისე რომ ჰარმონიულად ეწყობოდეს ეზოს ექსტერიერს. მცხუნვარე მზისგან თავის დასაცავად ტენტი გამოიყენეთ11. 12. 13. 14. 15. დღეს საკმაოდ განვითარდა ეზოს და ბაღის ტენტების წარმოება, შესაბამისად, მარტივია ჩრდილის მოწყობა ისე, რომ უარი არ თქვათ თქვენთვის სასურველ დიზაინსა თუ სტილზე. ისეთი ქსოვილი, რომელიც ნებისმიერი ამინდისთვის იქნება შესაფერისი, მრავალფეროვანი დიზაინითა და ფერით, უხვადაა წარმოდგენილი ბაზარზე - დიდი ზომის ქოლგები, ტენტები თუ ფარდები. ბევრი მათგანი შედარებით იაფია და მარტივია შეცვალოთ თქვენი განწყობის შესაბამისად. გამოიყენეთ ხალიჩები სტილისა და კომფორტისთვის16. 17. 18. 19. გამოიყენეთ ხალიჩა უფრო მყუდრო ატმოსფეროს შექმნის მიზნით – ის უფრო მეტ ფერს, სტილსა და განწყობას შესძენს დასასვენებელ ზონას. შეუხამეთ ავეჯს და ექსტერიერს. ჩამოსაკიდი საყვავილეები ფერადი ყვავილებით20. 21. 22.23. 24. 25. ჩამოსაკიდი საყვავილეები მნიშვნელოვანი ელემენტია ეზოს დიზაინში. თუ რამდენიმე მათგანს დაკიდებთ, სწორედ შერჩეული ფერად-ფერადი ყვავილებით, ამით ნამდვილად გაახალისებთ ეზოს და უფრო მეტ მიმზიდველობას შესძენთ გაზაფხულზე, ზაფხულსა თუ შემოდგომაზე.
26.
27.
28.
29.
30.
ბაღის ავეჯის მრავალფეროვანი არჩევანია წარმოდგენილი დღეს ბაზარზე – დაბალი, ტრადიციული, მოწნული, რკინის და ა.შ. შეარჩიეთ ისეთი სტილი, რომელიც ყველაზე უფრო მეტად შეესაბამება თქვენს ეზოს კლიმატური პირობების გათვალისწინებით – ისე რომ იყოს კომფორტული და ამავდროულად პრაქტიკულიც. კიბის და ვერანდის იატაკის განათება 31. 32. 33. 34. 35.კონტრასტული ფერები და მინი განათებები კიბეებზე უსაფრთხო გადაადგილების გარანტიას იძლევა ღამით. თუ თქვენი ეზო მზიან ადგილზე მდებარეობს, მაშინ სჯობს იფიქროთ მზის ენერგიის გამოყენების ვარიანტზეც. ასევე დაგაინტერესებთ: გაოცდებით, ამ პატარა სახლში იმდენი რამ ეტევა სარდაფის და ნახევრად სარდაფის მოწყობის ორიგინალური იდეები ფანჩატურის მოწყობის 45 საოცარი იდეა თუ პატარა ბინა გაქვთ და არ იცით როგორ მოაწყოთ, ეს რჩევები ნამდვილად დაგეხმარებათ პატარა სახლი, რომლის პრაქტიკული და კომფორტული ინტერიერი ნამდვილად მოგხიბლავთ! რემონტი და დიზაინი: როგორ მოვაწყოთ ყველაზე მყუდრო ადგილი სახლში – 70 კრეატიული იდეა (ნაწილი II) მისაღები ოთახი – 30 ორიგინალური იდეა რემონტამდე და რემონტის შემდეგ 391 4-ს მოსწონს
|