ვარსკვლავები "მან მითხრა, გაიძრე ბიუსტჰალტერი" - რა შეემთხვა კეიტ მოსს 15 წლის ასაკში? 2022, 24 ივლისი, 16:46 ![]() მაგრამ წლების შემდეგ Desert Island Discs-ზე მიცემულ გულწრფელ ინტერვიუში სუპერმოდელმა გაამჟღავნა მწარე სიმართლე მოდის ინდუსტრიაში ექსპლუატაციის შესახებ და იმის შესახებ, თუ როგორ გახდა მოზარდ ასაკში, სექსუალური სამიზნე. ახლა 48 წლის კეიტი იხსენებს, რომ ფოტოგრაფების ზეწოლას ახდენდნენ, რომ წელს ზემოთ შიშველს გადაეღო ფოტოები.ერთხელ 15 წლის ასაკში მორცხვი მოზარდი იძულებული გახდა ერთ-ერთი ფოტოსესიიდან გაქცეულიყო, როცა მას ბიუსტჰალტერის გახდა მოსთხოვეს. ![]() „ მაშინ მხოლოდ 15 წლის ვიყავი და მან მითხრა: „გაიხადე ზედა“... მე გავიხადე. მაშინ ძალიან მრცხვენოდა . შემდეგ მან მითხრა: „გაიხადე ბიუსტჰალტერი“ და ვიგრძენი, რომ რაღაც არ იყო რიგზე, ამიტომ ავიღე ჩემი ნივთები და გავიქეცი. ვფიქრობ, ამან გამიმძაფრა ჩემი ინსტინქტები. მე შემიძლია ვიგრძნო რაიმე არასწორი "ერთ მილის" მანძილზე." კეიტმა სამოდელო სააგენტო Storm-თან 1988 წელს, 14 წლის ასაკში გააფორმა ხელშეკრულება, იმოგზაურა ლონდონში თანმხლების გარეშე, რა დროსაც დღეში რვა სამოდელო დავალებას ასრულებდა. რადიო გადაცემის დროს, ის საუბრობს 1990 წლის გადაღებებზე, რამაც იგი ცნობილი გახადა, მაგრამ აღიარებს, რომ იმ პერიოდის გახსნება მისთვის დღემდე "მტკივნეულია". ![]() 857 4-ს მოსწონს
|