ვარსკვლავები კანის ფესტივალიდან გაგდებული უკრაინელი მოდელი 100 ათას ევრო კომპენსაციას ითხოვს(ვიდეო) 20 ივნისი, 11:18
კანის კინოფესტივალზე, წითელი ხალიჩიდან გაგდებულმა უკრაინელი მოდელმა რუს იურისტებს მიმართა. ამის შესახებ ტელეგრამის არხი Shot იტყობინება.
სავა პონტისკაია კანის კინოთეატრის წინ წითელ ხალიჩაზე მიდიოდა, როცა მას ფესტივალის დაცვის თანამშრომელი დაესხა თავს. მოდელი ორივე ხელით აიტაცა და გვერდზე გაათრია. პონტისკაიამ წინააღმდეგობა გაუწია და კინაღამ კიბეებიდან ჩამოვარდა. "ის ცდილობდა ჩემს შიგნით შეთრევას, რომ არავინ დაენახა რას აკეთებდა" - ამტკიცებს მოდელი. - შემდეგ კი მან გამომაგდო უკანა კარიდან.” სკანდალის შემდეგ ფესტივალიდან გაგდებულმა პონტისკაიამ სცადა ორგანიზატორებთან დაკავშირება და ბოდიშის მოხდა მოითხოვა, თუმცა პასუხი არ მიუღია. მან გადაწყვიტა უჩივლოს ფესტივალის ორგანიზატორებს და ითხოვს 100 ათასი ევროს კომპენსაციას თავდასხმის, ფსიქოლოგიური ტრავმისა და რეპუტაციის შელახვისთვის. უცნაური ის არის, რომ პონტისკაიამ სასამართლოში წარმომადგენლად რუსი ადვოკატები აირჩია. მის ინტერესებს კანის სასამართლოში ალექსანდრე დობროვინსკი დაიცავს. სავა პონტისკაია „მის ევროპა 2023“ სილამაზის კონკურსის გამარჯვებულია. პონტისკაიამ უკრაინა ომის დაწყების შემდეგ დატოვა ამჟამად ცხოვრობს პოლონეთში. ფესტივალის დაცვის ქალი თანამშრომელი, რომელიც თავს დაესხა სავა პონტისკაიას რამდენიმე სკანდალის მიზეზი გახდა. ის ცდილობდა ამერიკელი მომღერლის, კელი როულენდი წითელი ხალიჩიდან განდევნას, თავს დაესხა დომინიკელ მსახიობ მასიელ ტავერასს და კორეული ჯგუფის Girls' Generation-ის ყოფილ წევრს იუნას, ფოტოების გადაღებაში ხელი შეუშალა. 249 3-ს მოსწონს
|