სხვა "ისლამის უცოდველობის" ავტორის მოკვლისთვის 100 000$ ჯილდო დაწესდა. 2012, 23 სექტემბერი, 16:00 პაკისტანის სარკინიგზო მიმოსვლის მინისტრმა, გულამ აჰმად ბილურმა 100000$ ჯილდო დააწესა იმისთვის, ვინც ფილმ "ისლამის უცოდველობის" ავტორის ლიკვიდირებას მოახდენს, იუწყება Reuters-ი."მე მივმართავ ყველას, ვინც მოკლავს ამ ღმერთგამწყრალს, ამ ცოდვილს, რომელმაც სისულელეები გადაიღო წმინდა წინასწარმეტყველზე"-განაცხადა მინისტრმა, აგრეთვე დასძინა, რომ მას არ ენანება ამისთვის თანხა და მზადაა საკუთარი ჯიბიდან გადაიხადოს."მე მოვუწოდებ თალიბ ძმებს, "ალ- ქაიდას", რომ შემომიერთდნენ ამ ღვთისნიერ საქმეში."-დასძინა მან.თუმცა პაკისტანის მთავრობა გაემიჯნა ბილურის განცხადებას და აღნიშნა, რომ ეს მისი პირადი ინიციატივაა. 50 5-ს მოსწონს |
ესენი ხო ვერასდროს განვითარდებიან