მუსიკა "გვიყვარს ლინჩის წესი და ზოგი არ ღირს დამიჯერეთ.... " - რას წერს მაიკო კაჭკაჭიშვილი 2022, 24 ივლისი, 2:05 კომპოზიტორი მაიკო კაჭკაჭიშვილი მეგი გოგიტიძის მოსკოვში დაგეგმილი სოლო კონცერტის გამო სრულიად აღშფოთებულ საზოგადოებას "ფეისბუქის" პირად გვერდზე შემდეგი შინაარსის პოსტით მიმართავს და წერს:"რაც ჩვენ არ ვიცით იმდენი ქართველია რუსეთში ვერც დავითვლით და რატომ ატყდა მეგი გოგიტიძეზე ეს ამბავი? ისეთი საამაყო ქართველი მუსიკოსია რომ დაგენანათ რუსეთისთვის მისი შემოქმედება?მე მაგალითად მის გამოსვლებს მუსიკად ვერც აღვიქვამ და შესაბამისად არც მაინტერესებს სად გამოვა და სად იშოვის ფულს!სიმართლე ისაა რომ ჩვენ გვიყვარს ლინჩის წესი და არ აქვს მნიშვნელობა ვის დავუშენთზოგი არ ღირს დამიჯერეთ …PS: აი მაგალითად ბექა გოჩიაშვილმა რომ დაუკრას მოსკოვში სული ამეწვება კიბატონო "- წერს მაიკო კაჭკაჭიშვილი სოციალურ ქსელში.შეგახსენებთ, რომ მომღერლის მიერ რუსეთში დაგეგმილ კონცერტებს საზოგადოების მხრიდან უარყოფითი შეფასებები მოჰყვა, თუმცა როგორც ჩანს გოგიტიძეს ეს ყველაზე ნაკლებად ადარდებს. ცნობისთვის, მომღერალი სოჭსა და მოსკოვში ორ კონცერტს გამართავს. გამოქვეყნებული განრიგის მიხედვით, სოჭში კონცერტი 29 ივლისს, მოსკოვში კი 6 აგვისტოს გაიმართება.92 შეფასება არ არის |