მხატვრობა როგორ გახდა ჩავარდნილი საცვალი, მთელი მიმდინარეობის გაჩენის მიზეზი ხელოვნებაში 2022, 26 ივლისი, 8:15 ჩიკაგოელი მხატვარი არტ ფრამი (Art Frahm), რომელიც pin-up სტილში მუშაობდა, იმ ქალების წყალობით გახდა ცნობილი, რომლებიც საცვალს კარგავდნენ. სწორედ სურათების სერია «ჩავარდნილი საცვალი», რომელიც კომპანიის – «ჯოზეფ ჰუვერი და ვაჟები» (Joeseph C. Hoover and Sons), 1957 წელს კალენდრისთვის შეიქმნა, მისი წარმატების საწყისი გახდა და რომელიც 20 წელზე მეტ ხანს გაგრძელდა. ფრამის არქივში ბევრი ულამაზესი სურათი იყო, მაგრამ მხატვრის ის ნამუშევრები გახდა პოპულარული, რომელზეც საცვლების პრობლემის გამო, სასაცილო სიტუაციებში აღმოჩენილი გოგონები იყვნენ. სწორედ ეს სურათები იყო ყველაზე მოთხოვნადა ამერიკაში, გასული საუკუნის 50–60–იან წლებში. იმ პერიოდის კლასიკური ჟანრის მიხედვით, უხერხულ სიტუაციაში მოხვედრილ ლამაზ გოგონას, ლამაზი მამაკაცი ეხმარებოდა. შემდეგ, ეს ურთიერთობა სიყვარულში იზრდებოდა და ასევე კლასიკურად, აშშ–ს XX საუკუნის 50–იანი წლებისთვის დამახასიათებელი, happy ending–ით (ბედნიერი დასასრული) სრულდებოდა. ფრამის პინ–აპებზე მამაკაცები არ ეხმარებიან გოგონებს. თუმცა, ისინი, მათ სიახლოვეს ყოველთვის არიან და მოვლენებს პოზიტიურად აკვირდებიან, რითაც მხატვარი დამთვალიერებელს იმის საშუალებას აძლევს, რომ ისტორიის ფინალი თავად მოიფიქროს. ამ სერიის ნამუშევრებს რამდენიმე საერთო დეტალი ჰქონდა: * პინ–აპების მთავარი გმირები, ყოველთვის, გრძელფეხებიანი ლამაზმანები იყვნენ, სახეზე აღბეჭდილი შიშით და შეშფოთებით. * სურათების უმრავლესობაში, გოგონებს ხელში პაკეტები ან ხელჩანთები ეკავათ, რომლიდანაც რაღაცეები ცვიოდა. არტ ფრანმა საკუთარი თავი კლიშეში მოაქცია... მისგან ყველა ახალ სურათებს ელოდა, სერიიდან – «ჩავარდნილი საცვალი». მხატვარმა გარკვეული პერიოდის შემდეგ, ამ სერიაზე უარის თქმა გადაწყვიტა და უბრალოდ, გოგონების ხატვა დაიწყო. მაგრამ, კრიტიკოსებმა და რიგითმა ამერიკელებმა, ეს მცდელობა უარყოფითად შეაფასეს და მას ისევ ხატვის ძველ სტილზე დაბრუნება მოუწია. ამის გამო, მან სათანადოდ ვერ გამოავლინა საკუთარი ნიჭი ხელოვნებაში. მაგრამ, მეორეს მხრივ, საწუწუნო არაფერი ჰქონდა, ამ სერიის ნახატებზე იმდენი შეკვეთა ჰქონდა, რომ ხატვას ვერ აუდიოდა. ფრამის სურათებმა, ისე როგორც, სხვა მხატვრების პინ–აპ ნამუშევრებმა, ხელოვნების ისტორიაში კუთვნილი ადგილი დაიმკვიდრეს და ამჟამად, მეტად ფასეულია მათთვის, ვინც პინ–აპის პოპულარობის პერიოდს მოესწრო, ან ხელოვნების ამ მიმართულებით არის გატაცებული. * 10 დაკარგული ცივილიზაცია* გაოცდებით, ამ პატარა სახლში იმდენი რამ ეტევა* უცნაური ფოტოები, ფოტოშოპის გარეშე* აღიარებული სილამაზე – XX საუკუნის ყველაზე ლამაზი 10 ქალბატონი* პლაჟის ფრენბურთი და მოხერხებული ფოტოგრაფი (15 ფოტო)* მეცნიერებმა დედამიწაზე უცხოპლანეტელების კვალი აღმოაჩინეს* 10 უცნაური კანონი ძველ რომში1110 3-ს მოსწონს
|