x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508500
უცნაური ფოტოები, ფოტოშოპის გარეშე
image


უჩვეულო ფოტოს გადასაღებად, მისი ყველა დეტალის საფუძვლიანი გათვლა არის საჭირო. მაგრამ, პირიქითაც ხდება — არის მომენტები, როდესაც რამე განსაკუთრებულის გადასაღებად, წინასწარი მომზადება არ არის საჭირო. მთავარია დაკვირვება და სწორი ხედვა...


კონცერტი მცენარეებისთვის, ოპერის თეატრი «ლიცეო», ბარსელონაimage


ეს კონცერტი გასულ ზაფხულს, პანდემიის დროს დაწესებული შეზღუდვების დროს შედგა. სინამდვილეში, ეს აქცია იყო ადგილობრივი საავადმყოფოების მხარდასაჭერად და კონცერტის შემდეგ, ყველა მცენარე, მადლიერების ნიშნად, ექიმებს გადაეცათ.


ჯარისკაცების თავშესაფარი, იტალია
image


პირველი მსოფლიო ომის დროს, ამ ალპურ სახლში იტალიელი ჯარისკაცები იმალებოდნენ.


პორტალი ტყეში, ფინეთიimage


ეს პორტალი ფინელმა მხატვარმა ანტი ლაიტინენმა გააკეთა და არ ეგონა, რომ მისი ქმნილება ასეთ ინტერესს გამოიწვევდა.


მთვარის დაბნელება მადრიდის თავზე, ესპანეთი
image


მთვარის დაბნელება შეიძლება იყოს სრული, ნაწილობრივი და ნახევრად ჩრდილოვანი. დედამიწის ჩრდილის ქვეშ მოქცეული მთვარე წითელი ფერის არის. ეს იმიტომ ხდება, რომ დედამიწის ატმოსფეროში გავლის დროს, მზის სხივების გაბნევა ხდება, მთვარემდე მხოლოდ წითელი ფერის ტალღები აღწევს და მთვარე წითლად იფერება.



რანი-კი-ვავი, გუჯარათის შტატი, ინდოეთი
image


XI საუკუნის უნიკალური მიწისქვეშა ძეგლი, რომელიც თავისი მასშტაბებით და კონსტრუქციის სირთულით, ნამდვილად გაოცებას იწვევს. მისი სახელი, როგორც «დედოფლის საფეხურიანი ჭა» ითარგმნება. თუმცა, ჭის გარდა, იქ უამრავი საოცარი ნაგებობა არის.


ხუსტო გალეგო მარტინესის ტაძრის კედელიimageimage


ხუსტო გალეგო მარტინესი — არქიტექტორი და ფერმერი იყო, რომელმაც საკუთარ მიწაზე, საკუთარი ხელით ტაძარი ააშენა. ის ახალგაზრდობაში მორჩილი იყო და სამონასტრო ცხოვრებაზე ფიქრობდა. მაგრამ, ტუბერკულოზით დაავადდა და საკუთარ ქალაქში დაბრუნება მოუწია. მკურნალობა დაიწყო და პირობა დადო, რომ თუ განიკურნებოდა, ტაძარს ააშენებდა. მან ავადმყოფობა დაამარცხა და მადრიდიდან 20 კმ–ს დაშორებით, ტაძრის მშენებლობა დაიწყო. ძირითადად, მარტო მუშაობდა. ხანდახან ნათესავები და მოხალისეები ეხმარებოდნენ. საშენ მასალად კი, მეორად აგურს იყენებდა. რაც შეეხება დაფინანსებას, ის მთლიანად მარტინესი სახსრებით და კერძო შემოწირულებებით აშენდა.


წყლის პალმაimage


ეს, უბრალოდ კარგი რაკურსია, პალმაც და ფანტანიც რეალურია.


ილუზორული გეომეტრია, პარიზიimageimage


ამ ფოტოების ნახვისას, ისეთი შეგრძნება იქმნება, თითქოს, შავ–თეთრი ფოტო ფოტოშოპშია გაფერადებული. მაგრამ ეს ასე არ არის. ფრანგი მხატვარი ჟორჟ რუსი ჯერ ობიექტზე საღებავებით მუშაობს, ხოლო შემდეგ, ხელში ფოტოაპარატს იღებს. ეს ყველაფერი რეალურად არსებობს ან არსებობდა. მხატვარი ძირითადად მიტოვებულ შენობებში მუშაობს, რომელიც დასანგრევად არის გამზადებული


თანამედროვე ხელოვნების ცენტრი, სევილია, ესპანეთი⁣⁣image


ანდალუსიის თანამედროვე ხელოვნების ცენტრს სევილიაში, ასეთი უჩვეულო გაფორმება აქვს. თუ არ იცით, რომ ეს ქანდაკება მონასტრის ისტორიულ შენობაშია ჩაშენებული, ცენტრზე და თანამედროვე ხელოვნებაზე ყურადღების მისაქცევად, შეიძლება იფიქროთ, რომ ვიღაცა ფოტოშოპით გაერთო.


image

* აღიარებული სილამაზე – XX საუკუნის ყველაზე ლამაზი 10 ქალბატონი

* პლაჟის ფრენბურთი და მოხერხებული ფოტოგრაფი (15 ფოტო)

* მეცნიერებმა დედამიწაზე უცხოპლანეტელების კვალი აღმოაჩინეს

* ეს ბუნებრივი საშუალება 100% მოგიგვარებთ უძილობის პრობლემას და გაგიუმჯობესებთ ჯანმრთელობას

* 10 უცნაური კანონი ძველ რომში

* მგლებთან გაზრდილი ბავშვების რეალური ისტორია

* ცნობიერება, ცოდნა, ტვინის აქტივობა... – რა ხდება სიკვდილის შემდეგ?

* 10 საოცარი დამთხვევა, რომლის დაჯერება ძალიან რთულია



0
691
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
691
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0