x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"დააკვირდით ქართველების "ორიენტირებულ ნაწილს" - თავი "დასავლური ორიენტაციისა" რომ ჰგონიათ, - რას ჰგვანან, როგორი მახინჯი აზროვნება აქვთ და აზროვნების დიაპაზონი" - დემურ გიორხელიძე
image

ექსპერტი ეკონომიკის დარგში - დემურ გიორხელიძე სოციალურ ქსელშიგამოცემა The Economist-ის სტატიას მიმოიხილავს, სადაც გერმანიაზეა საუბარი და საბოლოოდ ასკვნის რომ "იდეოლოგია ათაყვანებს!"


"The Economist (დიდი ბრიტანეთი): "გერმანელები ზმანებების სამყაროში ცხოვრობენ." ეს უაღრესად პროფესიული გამოცემა ზუსტად აღწერს,


თუ რა დღეშია გერმანია და გერმანელები (უფრო, სწორად, რა დღეშიც ჩააგდეს უზუსტესი ტექნოლოგიებით - დ.გ.-ს შენ.)



აი, ერთი ამონარიდი სტატიიდან (თუ გაიხსენებთ ძმები გრიმების ზღაპრებიდან მეცხვარე კარლ კაცს და მის თავგადასავალს, მიხვდებით, რა სჭირს


გერმანიას და გერმანელებს):


"... იმის ნაცვლად, რომ მდორედ მიჰქროდეს ავტობანზე ლიბერალური დემოკრატიის მიმართულებით, გარე სამყარო დაბუქსავდა პოპულიზმის უსაზიზღრეს ფორმაში, რომელიც კარგად არის ცნობილი გერმანელებისთვის ისტორიიდან.


იმის ნაცვლად, რომ დამტკბარიყვნენ მშვიდობიანი თანამშრომლობის ეპოქით, გერმანიამ აღმოაჩინა, რომ ქვემეხები და ჯარისკაცები, ამერიკულების ჩათვლით,


დღეს სარგებლობენ მოთხოვნით. ისე გამოვიდა, რომ გერმანული აყვავება უზრუნველყოფილია არა მხოლოდ ხალხის შრომისმოყვარეობითა და ფხიანობით (ან თავიანობით - დ.გ.-ს შენ.), როგორც ამტკიცებენ ამ ისტორიის ოპტიმისტურ ზღაპრულ ვერსიაში, არამედ იაფი იმპორტული ენერგეტიკული და იაფი საზღვარგარეთული სამუშაო ძალით. და ცხადია, საყვარელი და შესანიშნავი ვლადიმერ პუტინი, რომელმაც გერმანიას აჩუქა ბუნებრივი აირით ავსებული მილსადენი, აღმოჩნდა მგელი ცხვრის ტყავში."


სხვა უამრავი სარკაზმია სტატიაში!


დასკვნა ერთია, - ჩემი მთავარი თეზა იცით:


"იდეოლოგია ათაყვენებს!"


ათაყვანებს არა მხოლოდ გერმანელებს, არამედ ქართველებსაც! დააკვირდით ქართველების "ორიენტირებულ ნაწილს" - ნეოკომკავშირლებს და ნეოტროცკიტებს, თავი "დასავლური ორიენტაციისა" რომ ჰგონიათ, - რას ჰგვანან, როგორი მახინჯი აზროვნება აქვთ და აზროვნების დიაპაზონი, რომელიც ერთ უჯრედს არ სცილდება! ასეა! რეალობა უსასტიკესია!"

0
463
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
463
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0