x
მეტი
  • 23.12.2024
  • სტატია:138981
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512526
გაოცდებით, ამ პატარა სახლში იმდენი რამ ეტევა

ელეგანტური, კომფორტული, Baluchon -ის მიერ შექმნილი საცხოვრებელი უფრო მეტია, ვიდრე მხოლოდ პატარა სახლი. თუმცა, ის იდეალური სიმბოლო იქნებოდა მსგავსი ტიპის ნაგებობებისთვის. ეს სტილისტურად დახვეწილი და მოდური საცხოვრებელი 6 მეტრის სიგრძის ტრეილერზეა აწყობილი. ნებისმიერი, ვინც კი თვალს მოკრავს, ერთი ნახვით შეუყვარდება. შეუძლებელია არ მოიხიბლოთ მისი ინტერიერით, რომელიც ასეთი გემოვნებითაა დაგეგმილი.


image


ამ პაწაწინა სახლის გარე კედლები კედრისგან არის, სახურავი კი – შავი ალუმინის, რომელიც მიესადაგება ამ სტილის ნაგებობას და არაჩვეულებრივად ეხამება კარ ფანჯარის ჩარჩოს, რაც უფრო მყუდრო და მომხიბვლელ იერს აძლევს მას.


imageპაწაწინა სახლს ბევრი სხვადასხვა ფორმისა და ზომის ფანჯარა აქვს ორივე მხრიდან.


შესასვლელში უნდა გამოვყოთ პანელის შუშის კარი, რომლის თავზე რკინის დეკორატიული ღუზაა, გვერდით კი – ასევე რკინის ორიგინალური საყვავილე. ღუზა გამოხატავს მფლობელის სიყვარულს და დამოკიდებულებას ზღვის მიმართ. სწორედ რომ საზღვაო თემა იქნა გამოყენებული ამ მომხიბვლელი მობილური სახლის გაფორმებისას. როდესაც ფეხს შედგამთ შიგნით, უფრო მეტ მშვენიერ დეტალს აღმოაჩენთ. გაოცდებით, ინტერიერი ისე ვრცლად გამოიყურება, რაც ჭკვიანურად შერჩეული ავეჯისა და სწორი დაგეგმვის წყალობით იქნა შესაძლებელი.


imageშავი ალუმინის სახურავი ჰარმონიულად ერწყმის სხვენის კედლებს.


შიგნით ყველაფერი თვალსაჩინოა, თუმცა, სხვადასხვა სახის ნივთებსაც აღმოაჩენთ ფარული ფუნქციებით. შესასვლელი კარიდან "ბილიკს" სააბაზანომდე, რომელიც სახლის მეორე ბოლოშია მოთავსებული, არაფერი კვეთს. კარის ერთ მხარეს კომფორტული დივანია ორი დეკორატიული ბალიშით, მის მოპირდაპირედ კი ნივთების შესანახი მოდული პატარა შეშის ღუმელთან ერთად.


imageმფლობელის სიყვარული ზღვის მიმართ ჩანს სახლის დახვეწილ დეკორაციებში.


imageსხვენის კიბის ქვეშ კარადებია გაკეთებული ადგილის დაზოგვის მიზნით.



imageორსაწოლიანი საძინებელი სხვენზეა მოწყობილი სააბაზანოს თავზე.


imageსასადილო ასაკეცი მაგიდა დიდ ფანჯარასთანაა დამაგრებული ტრაპეზის დროს ლამაზი ხედით რომ ისიამოვნოთ.


imageკომფორტული დივანი შესასვლელ კართან დეკორატიული ბალიშებით, მის წინ კი პატარა შეშის ღუმელი მყუდრო ატმოსფეროს ქმნის სახლში.


imageპატარა ღუმელი, რომლის ქვეშ შეშის სათავსოა, მყუდრო და თბილ გარემოს შექმნის ცივ ამინდში.


imageმაგიდის ფრთა შეგიძლიათ ჩამოწიოთ, როდესაც აღარ დაგჭირდებათ, უფრო მეტი სივრცის შესაქმნელად.


imageასე გამოიყურება ნივთების სათავსო რომელიც სხვენის კიბის ქვეშ არის გაკეთებული.


კიბეები, ჩაშენებული კარადებით და უჯრებით, სხვენისკენ მიდის, სადაც საძინებელი ზონაა. ის ასევე სანახევროდ ფარავს სამზარეულოს. მის წინ დასაკეცი სასადილო მაგიდაა, რომელსაც საჭიროებისამებრ გამოიყენებთ. რაც შეეხება საძინებელს, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ დაბალი ჭერი აქვს, ორივე მხრიდან დატანებული ფანჯრები მას ნათელსა და მყუდროს ხდის.


imageკიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ეს პატარა სახლი ასე ფართოდ და მიმზიდველად გამოიყურება, მისი კედლების ფერი და ტექსტურაა.


imageსაძინებელ ზონას ფანჯრები ორივე მხრიდან აქვს. თუმცა, არ გააჩნია მოაჯირი, რაც დაფარავდა პირველი სართულის ხედს.


ასევე დაგაინტერესებთ:


სარდაფის და ნახევრად სარდაფის მოწყობის ორიგინალური იდეები


ააშენეთ სააგარაკე სახლი იაფად და მარტივად


როგორ გადავაქციოთ პატარა აივანი ყველაზე მყუდრო და კომფორტულ ადგილად – პრაქტიკული და საინტერესო რჩევები


საძინებელის რომელი ფერებია დღეს ყველაზე ტრენდული


თუ პატარა ბინა გაქვთ და არ იცით როგორ მოაწყოთ, ეს რჩევები ნამდვილად დაგეხმარებათ


აცმა თავისი ოცნების სახლი თვე–ნახევარში 9000 $ ააშენა


50 ზღაპრულად ლამაზი ბაღი, რომელიც უნდა ნახოთ – სასარგებლო რჩევები და იდეები


0
834
3-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
834
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0