საზოგადოება „რაც ახლა მოხდა, ეპოქალური მნიშვნელობის საქმეა!!! ყოჩაღ პრემიერო!“ - ლალი მაროშკინა 2022, 19 ივლისი, 12:33 პიარტექნოლოგი, ცნობილი ჟურნალისტი ლალი მაროშკინა სოციალურ ქსელში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება და პრემიერ ღარიბაშვილს აქებს. . „ბრავო პრემიერო!
რაც ახლა მოხდა საქართველოში ეპოქალური მნიშვნელობის საქმეა!!!!! ღირს, ცოტა გვერდზე გადავდო ჩემი ფრანგული არდადეგები...
მეჩვენება, თუ დიდად ჟივილ-ხივილი არ მოყოლია ამბავს?
ხვდებით რას ნიშნავს წლობით მტრობაში მყოფი ამიერკავკასიელი მეზობლების ჩვენს მიწა-წყალზე შეხვედრის ორგანიზება?
ხვდებით რას ნიშნავს ამიერკავკასიის ჰაბად ჩამოყალიბება მაშინ, როცა მთელს სამყაროში ახალი, გეოპოლიტიკური გადანაწილება მიდის?
დიახ, ამას ვამბობდი წლებია!
ჩვენ უნდა ვიყოთ ამიერკავკასიის ხევისბერები,
ჩვენ უნდა გავცეთ საუკუნოვანი სიბრძნე!!!
ჩვენ უნდა დაგვეკითხონ ჭკუას მავანნი!
გილოცავ საქართველო!
![]() ![]() .
ასეთი შეხვედრები 22 წლის წინათაც იმართებოდა და საქართველო მაშინაც ცდილობდა ჩვენს მეზობლებს შორის სიტუაციის განმუხტვას.''ბორჯომის ოთხეული''. კარგად მახსოვს და მიხარია, რომ პროცესი აღდგა! იმედია აღდგება შერეული საკონტროლო კომისიების ფორმატი და კიდევ ბევრი სხვა! - ამატებს მაროშკინა კომენტარებში. 184 შეფასება არ არის
|