x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
პრეზიდენტი ზელენსკი აღარავის ენდობა?
image

ცოტა უცნაური არ არის?!-წერს ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში და შემდეგ ამ საკითხთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს:


"პრეზიდენტ ზელენსკის მეუღლის ვაშინგტონში ვიზიტი და აშშ სახელმწიფო მდივანთან თეთრ სახლში (თეთრ სახლში! და არა სახელმწიფო დეპარტამენტში!) შეხვედრა უსათუოდ ადასტურებს, რომ უკრაინის პრეზიდენტს გარემოცვაში არ ჰყავს სანდო (სანდო!) ადამიანი, რომელიც ზელენსკის გზავნილს ყველასგან (ყველასგან!) საიდუმლოდ ამერიკაში ჩაიტანს და სტრატეგიული პარტნიორის გზავნილს კიევში ჩამოუტანს!


შეთქმულების თეორიების არ მჯერა!



უშიშროების სამსახურის უფროსის და გენერალური პროკურორისთვის უფლებამოსილების შეჩერება არც შემთხვევითია და არც დამთხვევა!


ოფიციალური კიევი უმძიმეს მდგომარეობაშია, პრეზიდენტი ზელენსკი კი ბოლომდე აცნობიერებს ამ სიმძიმეს და ტრაგიკულობას!


ახლა მოვლენები ძალიან სწრაფად განვითარდება!"-წერს ბონდო მძინარაშვილი

1
185
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
185
  
0 1 1