x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
49 წლის ჰაიდი კლუმი გაშიშვლდა, მისი ბევრ 20 წლის გოგოსაც შეშურდება (ფოტო)
image

ცნობილ მოდელს არ ეთაკილება პიკანტური შინაარსის ფოტოების გამოქვეყნება.


49 წლის გერმანელი სუპერმოდელი ჰაიდი კლუმი ცივილიზაციისგან შორს, მთებში ისვენებს. ამავდროულად, მოდელი იმდენად აღფრთოვანებულია ბუნების შესანიშნავი ხედებით, რომ როგორც ჩანს, მან მთლიანად დაკარგა თავზე კონტროლი.


სოციალურ ქსელში ჰაიდიმ გამოაქყვეყნა ფოტო, სადაც სუპერმოდელი ფანჯარასთან დგას, აცვია წითელი საცვალი, რომელიც ძლივს ფარავს ინტიმურ ადგილებს, წელზემოდ მთლიანად შიშველია, მკერდს ნაწილობრივ უფარავს გრძელი თმა, თუმცა, არ მალავს მის უნაკლო ფორმებს.



როგორც ჩანს, ჰაიდიმ თავი ვერ შეიკავა და შვებულების ყველაზე შთამბეჭდავი მომენტი გააზიარა, რომელსაც საყვარელ ქმართან ერთად ატარებს.


"ბიჭებო, ცხელა", -ასეთი წარწერა გაუკეთა ფოტოს გერმანელმა ვარსკვლავმა. მომხმარებლები ადვილად დაეთანხმნენ მოდელს. რა თქმა უნდა, სიცხეა, თან როგორი!


image

გერმანელი სუპერმოდელი, მსახიობი და ტელეწამყვანის ჰაიდი კლუმის (დაბ.1973წ.)კარიერა იწყება 1992 წელს, როდესაც 18 წლის ჰაიდიმ 25 000 კოკურსანტ გოგონათა შორის მოდელად აირჩიეს. ამავე წელს გააფორმა კონსტრაქტი და უკვე 1993 წლის დასაწყისში აშშ-ში საცხოვრებლად გაემგზავრა. 1998 წელს ჰაიდი გამოჩნდა „Sports Illustrated“-ის გარეკანზე, რომლის ტირაჟი აშშ-ში 20 მილიონს აღწევს. ამასთან ერთად ის „Victoria's Secret“-ის ერთ-ერთი მთავარი „ანგელოზი“ გახდა. შემდეგ იყო „Vogue-სა“ და „ELLE“-ის ყდები.
ამის გარდა ჰაიდიმ ითამაშა რამდენიმე ფოლმში, მაგალითად სიტკომედიაში "Spin City–ში, რომელიც 1996/2002 წლებში გადიოდა ABC-ზე, ასევე ითამაშა ეპიზოდური როლები სერიალებში "სექსი დიდ ქალაქში", "როგორ შევხვდი დედათქვენს" და "სასოწარკვეთილი დიასახლისები".ასევე ითამაშა რამდენმე მხატვრულ ფილმში.



0
357
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
357
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0