საზოგადოება
სასჯელაღსრულების დაწესებულებებს საპატრულო პოლიცია სრულად ხვალ დატოვებს
2012, 23 სექტემბერი, 12:35
სასჯელაღსრულების დაწესებულებებს საპატრულო პოლიცია სრულად ორშაბათს, 24 სექტემბერს დატოვებს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროში განუცხადეს.
სამინისტროს ინფორმაციით საჯელაღსრულების დაწესებულებებს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ახალი ხელმძღვანელობა სრულად აკონტროლებს.
"საპატრულო პოლიციის თანამშრომლები ეტაპობრივად გადიან სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან. სრულად კი დაწესებულებებს პატრული ორშაბათს დატოვებს, მათ შორის პოლიციის თანამშრომლები გლდანის #8 დაწესებულებიდანაც გავლენ", - განაცხადეს სამინისტროში.