დასავლური მედია იუწყება, რომ ბენ აფლეკი და ჯენიფერ ლოპესი დაქორწინდნენ. TMZ პორტალის განკარგულებაში იყო სასამართლო ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც 16 ივლისს წყვილს კლარკის ოლქში (ნევადა) გადაეცა ქორწინების მოწმობა. დოკუმენტებში ნაჩვენებია ვარსკვლავების სრული სახელები: ბენჯამინ გეზა აფლეკი და ჯენიფერ ლინ ლოპესი. თავად მათ ამ სიახლეზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.
წყვილმა ერთმანეთი 2001 წელს გაიცნო ფილმის “ჯილი"-ს გადასაღებ მოედანზე, ლოპესი იმ დროს დაქორწინებული იყო მოცეკვავე კრის ჯადზე. 2002 წელს იგი მეუღლეს დაშორდა აფლეკთან მისი რომანის შესახებაც ცნობილი გახდა. ე. წ. “ბენიფერი" პრესამ მაშინვე აიტაცა წყვილი დაინიშნა კიდეც, მაგრამ ნიშნობიდან მალევე დაშორდნენ ერთმანეთს, მიზეზი პრესის დიდი ყურადღება გახდა.
ამის შემდეგ ლოპესმა მარკ ენტონთან გააბა რომანი, მასზე დაქორწინდა და 2 შვილიც გააჩინა. ბენ აფლეკი კი ჯენიფერ გარნერთან 13 წელი ცხოვრობდა, ქორწინებაში ორი ქალიშვილი და ვაჟი შეეძინათ.
გასულ შემოდგომაზე ჯეი ლომ და ბენმა ურთიერთობა კვლავ განაახლეს და 2022 წლის აპრილში ისევ დაინიშნენ.