საქართველო "პატივცემულო სუს-ის ბლა-ბლა-ბლა ვიღაცის მეუღლევ!" - ნანა კუხალეიშვილი 2022, 18 ივლისი, 10:30 მსახიონი ნანა კუხალეიშვილი, რომელიც მაყურებელამ ძირითადად სერიალი "ჩემი ცოლის დაქალებით " გაიცნო, ამ დღეებში დაკავებული სოსო გოგაშვილის ცოლის, თეა მარტყოფილიშვილის განცხადებას ეხმაურება და წერს: 'პატივცემულო სუსის ბლაბლა ბლა ვიღაცის მეუღლევ!- იცით რომ ჩემს ანგელოზივით უცოდველ შვილებს სუსის მანქანები მიაცილებდნენ სკოლაში დილით მამამისის გამო?- იცით რომ პირადში მწერდნენ და მირჩევდნენ ქვეყნიდან წასვლას?- იცით რომ ხშირად თავის შეხსენების მიზნით სურათებს მიგდებდნენ ჩემი აივნის დასტურად იმოსა რომ აი ეს ხო გაქვს გაფენილი ახლა და ნახე სადღაც აქ ვართ ჭკუით იყავი ენას ნუ აჭარტალებო?!- იცით თუ არა რომ დროს და ადგილს მეუბნებოდნენ ჩემს გარეშე ჩემი შვილები სად რომელ პარკში ატარებსნენ დროს მეგობრებთან ერთად?!- უფრო უარესსაც გეტყვით - იცით თუ არა რომ ვიღაც აღვირახსნილ პუტინის მონას მოაწერინეს და აირჩიე სას გინდა ნახო შვილები მკვდარიო?!- რკინის არც მე გამოვდექი ქალბატონო!- მეც მიმტყუნა ნერვებმა და დავშორდი ყველაფერს იმას რაჩ ჩემთვის საყვარელი და სანატრელი იყო, ჩემს ქვეყანას და ჩემს საყვარელ ახლობლებს, მეგობრებს?!- და რას ითხოვთ ახლა რომ უნდა შემეცოდოთ?!- გავიარე უკვე ეგ ეტაპი, კანონის დარღვევით მობყრობა გაგკვირვებიათ თურმე, თქვენი მეუღლე არ იყო მძინარე შვილი რომ ჩაუკლა მშობლებს?!- აფერუმ იმათ ვაჟკაცობას და ნერვებს, მე ამას ვერ შევძლებდი, ღმერთმა გვაშოროს, თორემ სადმე დაგხვდებოდით და ძვლიანად დაგღეჭავდით მთელ ოჯახს!- აი ასეა !
უფალი დიდია!'-წერს ნანა კუხალეიშვილი.
შეგახსენებთ, გუშინ და დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, დაკავებული სოსო გოგაშვილის ცოლმა თეა მარტყოფლიშვილმა და მისმა შვილებმა ჟურნალისტებთან განაცხადეს, რომ სოსო გოგაშვილი პოლიტპატიმარია და მისი ოჯახი ტერორის ქვეშ არის.
„სოსო გოგაშვილი, რომ მუშაობდა მას ჰყავდა ხელმძღვანელები და რასაც ავალებდნენ იმას აკეთებდა, მაგრამ სოსო გოგაშვილს არასოდეს სიბინძურე არ გაუკეთებია. კარგ საქმეს რასაც აკეთებდა სოსო გოგაშვილი, თვითონ იბრალებდნენ და რა სიბინძურეებსაც თავად აკეთებდნენ, სოსო გოგაშვილს აბრალებდნენ. სოსო გოგაშვილის ცოლი არ აპირებს გაჩერებას, ძალიან ბევრ სახელს და გვარს დავასახელებ, დამელოდეთ აუცილებლად თქვენთვისაც მოვიცლი.
სოსო გოგაშვილი არის პოლიტპატიმარი. ჩემი ოჯახი არის ტერორის ქვეშ. ამ მთავრობას უნდა ჩემი ოჯახის ლიკვიდაცია. მე ღამეც და დღეც მეშინია იმიტომ, რომ ყოველ დღე დამყვებოდა მანქანა ლილუაშვილის დავალებით. ეს სპეცოპერაცია არ მოხდებოდა თუ ლილუაშვილი არ გასცემდა ბრძანებას. ლილუაშვილს მინდა ვუთხრა, რომ შენი ჯერიც მალე დადგება“ - ამბობს გოგაშვილის მეუღლე.
როგორც თავად ამბობს მზად არის ქმრის უდანაშაულობის დასადგენად საქართველოს გარეთაც იბრძოლოს. ჯერ ველოდები ბრალი წარუდგინონ. თუ მე აქ, საქართველოში ვერ დავამტკიცე ჩემი ქმრის უდანაშაულობა აუცილებლად, საქართველოს გარეთ დავიწყებ ბრძოლას. თუ საჭირო გახდება აქციები პირველი მე ვიქნები, მარტო თუ ხალხთან ერთად, მაინც დავიწყებ ბრძოლას“, – განაცხადა თეა მარტყოფლიშვილმა. სუს-ის მიერ დაკავებული სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი. სპეცოპერაცია სოსო გოგაშვილის სახლში და სავარაუდოდ სამი მუხლით დაწყებული გამოძიება, მათ შორის ერთ-ერთი პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების ხელყოფას გულისხმობს. ეს რაც ოჯახის წევრებისგან ვიცით ჟურნალისტებმა, ოფიციალურად კი სუსში განმარტეს, რომ ჩხრეკის ოპერაცია მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარდა მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე და არა ახალ საქმეზე. ჩხრეკის შედეგად კი გარდაუვალი გახდა გოგაშვილის დაკავება 254 4-ს მოსწონს
|