სხვა რატომ ააშენა ამერიკამ ფიქტიური ქალაქი მეორე მსოფლიო ომის დროს?! 2022, 18 ივლისი, 11:03 მეორე მსოფლიო ომის დროს შეერთებული შტატები Boeing B-17 Flying Fortress-ის ბომბდამშენებს აწარმოებდა. ერთი ასეთი თვითმფრინავის ასაწყობად 200 000 დოლარი იყო საჭირო, რომელიც ახლა, ამერიკის ეკონომიკის მიხედვით 3, 4 მილიონი დოლარია! ხოლო ასეთი ათასობით ბომბდამშენის წარმოება იყო საჭირო! გასაკვირი არ არის, რომ ქვეყნის ხელისუფლებას ბოინგის ქარხნის მტრის თავდასხმისგან დაცვა მთელი ძალით სურდა, და როგორ ფიქრობთ, რა თავდაცვის ფორმა მოიფიქრეს ამერიკელებმა? მათ ქარხნის სახურავზე მთელი ქალაქი გააშენეს!1. Boeing B-17 ბომბდამშენის ქარხნის მტრის თავდასხმისგან დასაცავად ამერიკელებმა გენიალური გამოსავალი იპოვეს!2. მათ ქარხნის სახურავზე ფიქტიური ქალაქი გააშენეს!3. მშენებლობისთვის ჰოლივუდელი დიზაინერები დაიქირავეს.4. და იმისთვის, რომ ვინმეს "ქალაქი" ადამიანებისგან დაცლილი არ მოსჩვენებოდა და ამ ფაქტს მოწინააღმდეგეში ეჭვი არ გამოეწვია, მათ იქ მსახიობები "დასაახლეს", რომლებიც თავს ისე აჩვენებდნენ თითქოს იქ რეალურად ცხოვრობდნენ.5. "ქალაქი" 1944 წელს ააშენეს და ომის დასრულებიდან ერთი წლის შემდეგ დაშალეს. ასე გამოიყურებოდა ის ზემოდან, და უნდა ითქვას, რომ ნამდვილი ქალაქისგან ის არც არაფრით განსხვავდებოდა.6. მის ასაგებად იგივე ტექნიკა გამოიყენებოდა, რაც კინოში დეკორაციების ასაწყობად. ყველა კონსტრუქცია ადამიანის სიმაღლეზე ნაკლები იყო.7. ხეები, მაგალითად, ლითონის ბადისგან და ბუმბულებისგან იყო დამზადებული.8. აქ შეგიძლიათ იხილოთ კონსტრუქცია, რომელიც ფრენის სიმაღლიდან, ერთი შეხედვით, სახლთან გაჩერებულ მანქანას მოგაგონებთ.9. ყველაფერი მტრის "გასაცურებლად" კეთდებოდა.10. აქ კი, ფოტოზე შეგიძლიათ იხილოთ აბრები, რომლებზეც "სინთეტიკის ქუჩა" და "ბრეზენტის ქუჩაა" მითითებული.
11. ამ ფიქტიური ქალაქის ქვეშ კი, 30 000 ქალი და მამაკაცი მუხლჩაუხრელად შრომობდა, რომელიც თვეში 300 ბომბდამშენს აწყობდა.12. და აი, როგორ გამოიყურება ეს ქარხანა ახლა. დღეს, იქ უკვე აღაფერს აწარმოებენ.გთავაზობთ უნიკალურ ვიდეოკადრებს, რომლებიც ფიქტიური "ქალაქის" მაშინდელ სულისკვეთებასა და ატმოსფეროს კიდევ უფრო უკეთ შეგაგრძნობინებთ.130 შეფასება არ არის |