x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
შოკისმომგვრელი ფაქტები ჩინეთის შესახებ

image


* ჩინეთი — ნამდვილი სამოთხეა მამაკაცებისთვის. მაგ., თუ მეტროში ადგილი გათავისუფლდება, მას მამაკაცი დაიკავებს და არა ქალი. თუ ავტობუსიდან ხანდაზმული წყვილი ჩადის, ჯერ ქალი ჩავა და ხელს მეუღლეს აშველებს, რომ მას ფეხი არ აუცდეს და რამე არ იტკინოს. ვაჟი იქ — ზეციური საჩუქარია, ქალიშვილი კი — ბედის დაცინვა.

მსოფლიოს ცენტრი, ჩინეთში, ყოველთვის კაცი იყო, ქალი კი — მხოლოდ დანამატი, ხან სასიამოვნო, ხან კი, არც ისე.

image* ამ ქვეყანაში, მამაკაცის სილამაზე, ქალის სილამაზეზე მნიშვნელოვანია. სილამაზის სალონებში, ძირითადი კლიენტები — მამაკაცები არიან. პარფიუმერიის და კოსმეტიკის მაღაზიებში კი, მამაკაცების განყოფილება, ბევრად უფრო დიდი და მრავალფეროვანია, ვიდრე ქალის. ხოლო, ქალაქის ქუჩებში კარგად მოვლილი, გამოპრანჭული მამაკაცები დადიან. ხოლო, მათ გვერდით და ცოტა უკან, მათი მეუღლეები, მოკრძალებული ჩინელი ქალბატონები მიაბიჯებენ.

* გრძელი ფრჩხილი ნეკა თითზე — ირგვლივმყოფთათვის ნიშანია, რომ მისი მფლობელი თავს ფიზიკური შრომით არ იტვირთავს. ის საფონდო ბირჟაზე თამაშობს, მეორადი მანქანებით ვაჭრობს, ან ინტელექტუალურ საქმიანობას ეწევა.

* ატირებული ჩინელი მამაკაცი — საკმაოდ ჩვეულებრივი სანახავია. ისინი სისუსტის გამო კი არა, იმიტომ ტირიან, რომ ძალიან მგრძნობიარენი არიან. რაც შეეხება, ჩინელ ქალბატონებს, ისინი უფრო იშვიათად ტირიან. მიზეზი მარტივია — იქ ქალის ტირილი, უბრალოდ, არავის ანაღვლებს!

* ჩინეთში ალკოჰოლისადმი დამოკიდებულება საკმაოდ თავისებურია. სმა აკრძალულია საზოგადოებრივ ადგილებში. თუმცა, მაღაზიაში სასმლის დიდ ასორტიმენტია წარმოდგენილი და მის გარეშე, ჩინური დღესასწაული უბრალოდ წარმოუდგენელია.

* ჩინელებს არ უყვართ შხაპის მიღება და დაბანა. ამის ნაცვლად, ისინი ტანს სველი პირსახოცით იწმენდენ. მათი ღრმა რწმენით, ხშირი დაბანა — სერიოზული ავადმყოფობის მიზეზი შეიძლება გახდეს.

* ცენტრალური გათბობა ჩინეთში იშვიათია, მათ შორის, სასტუმროებშიც. გათბობის და გაგრილების ფუნქციას იქ კონდიციონერები ასრულებს.

* ჩვეულებრივი, ჩინელები, თითქმის, არ საუბრობენ ინგლისურად ან სხვა, რომელიმე უცხო ენაზე და გამონაკლისები იშვიათია. ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს პერსონალსაც კი, ხშირად, ფრაზების მხოლოდ გარკვეული ნაკრები აქვს დამახსოვრებული.

image* როგორც ჩვენ ვერ ვარჩევთ ჩინელებს... და ყველა ჩინელი ერთნაირი გვგონია, ჩინელებიც ვერ არჩევენ უცხოელებს. მაგრამ, თუ ის ბიზნეს პარტნიორია, ჩინელს ორი იდენტური ტყუპისცალის გარჩევაც კი შეუძლია.

* ჩინელებს არ უყვართ შეხება და მათში, ხელის ჩამორთმევაც არ არის მიღებული. გამონაკლისს პარტიული მუშაკი და ბიზნესმენი წარმოადგენენ, რომელიც დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობას არის მიჩვეული. ამ ქვეყანაში მისალმება, თავის დახრით და გაღიმებით შეიძლება.

* რაც არ უნდა მნიშვნელოვანი საკითხები განიხილებოდეს, ჩინელი არავითარ შემთხვევაში არ გადადებს სადილს. სადილი — ჩინური ცხოვრების ალფა და ომეგაა... და თუნდაც ცა დაეცეს დედამიწას, ის დროულად უნდა შედგეს.

* არასდროს უთხრათ ჩინელს საწყენი სიტყვები. იმ შემთხვევაშიც კი, თუ მას თქვენი ენა არ ესმის, ის ინტონაციას იჭერს და მთელი ცხოვრების მანძილზე იმახსოვრებს. შეძლებისდაგვარად, აქეთ და კომპლიმენტები უთხარით — ისე, რომ ეს სხვებმაც გაიგონ. დიდი შანსი არსებობს, რომ ამის შემდეგ, ის თქვენი ერთგული მეგობარი გახდეს.


image

არხის სხვა სიახლეები:


* ცნობიერება, ცოდნა, ტვინის აქტივობა... – რა ხდება სიკვდილის შემდეგ?

* რა განსხვავებაა ყვითელსა და წითელ საზამთროს შორის?

* 10 საოცარი დამთხვევა, რომლის დაჯერება ძალიან რთულია

* პარალიზებული ადამიანები მალე სიარულს შეძლებენ – ებრაელ მეცნიერთა აღმოჩენა

* დედამიწა კაცობრიობის სამშობლო არ არის – მეცნიერების მიერ წარმოდგენილი ფაქტები

* საოცარი ფაქტები, რომლებიც შეიძლება არ იცოდეთ

* იაპონელების 10 საინტერესო და სასარგებლო გამოგონება

* ანეკდოტები, კვირის ბოლოს (V ნაკრები)



0
684
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
684
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0