x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
საოცარი ფაქტები, რომლებიც შეიძლება არ იცოდეთ

* ავსტრიის სოფელ ფუკინგში, საგზაო ნიშნებს ბეტონის საფუძველზე დგამენ, რომ არ მოიპარონ. საქმე იმაშია, რომ ინგლისურში Fucking–ი უხამსი სიტყვაა. ამიტომ, ამიტომ ეს ადგილი ძალიან პოპულარულია ტურისტებს შორის, რომლებიც მოგზაურობისას, დასახლების პუნქტის საგზაო ნიშანთან სურათის გადაღებას არ სჯერდებიან და მის მოპარვას ცდილობენ.image


* ოდესმე გადაღებული ფოტოების 10%, უკანასკნელი 12 თვის მანძილზეა გადაღებული.


* შუა აზიის, ყოველი მეათე მცხოვრები – ჩინგიზ–ყაენის შთამომავალია. ადრე ვარაუდობდნენ, რომ მისი "გვარის გამგრძელებელი", დაახლოებით 16 მლნ. ადამიანი იყო. ბოლო სამეცნიერო კვლევებით კი, ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაიზარდა და ახალი, დიდი მხედართმთავრის შთამომავალთა რიცხვი, დაახლოებით, 830 მლნ–ს შეადგენს.image


* მთვარის მტვერს დენთის სუნი აქვს. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ მთვარის მტვერი, ძირითადად, სილიციუმის დიოქსიდია ფხვნილის სახით, რომელიც რკინას, კალციუმს, მაგნიუმს და სხვა ელემენტებს შეიცავს. მაგრამ, მის შემადგენლობაში დენთი არ არის... და რაც ყველაზე მეტად საკვირველია, დედამიწაზე ჩამოტანილ მთვარის მტვერს არანაირი სუნი არა აქვს.


* როდესაც 1911 წ. ლუვრიდან «მონა ლიზა» მოიპარეს, ერთ-ერთი პირველი ეჭვმიტანილი ცნობილი მხატვარი პაბლო პიკასო იყო.image


* 1912 – 1948 წწ. ოლიმპიურ თამაშებზე ხელოვნების კონკურსებიც იმართებოდა. ხელოვნების კონკურსი ოლიმპიადის პროგრამაში, თანამედროვე ოლიმპიური მოძრაობის დამაარსებლის, ბარონი პიერ დე კუბერტენის წყალობით შევიდა, რომელიც თვლიდა, რომ ოლიმპიურ თამაშებზე მედლებით, მხოლოდ სპორტში გამარჯვებულებს კი არა, სპორტულ თემატიკაზე შექმნილი ნამუშევრებიც უნდა დაჯილდოებულიყო.


* 1898–1910 წწ. ჰეროინი, როგორც ბავშვებისთვის ხველის სამკურნალო მედიკამენტი იყიდებოდა.image


* მექვიშიები (მღრღნელები, თაგვების ოჯახიდან) განსაკუთრებული მგრძნობიარობით გამოირჩევიან. ასე, მაგ., ისინი კარგად გრძნობენ ადრენალინის სუნს. თავის დროზე, აეროპორტის უსაფრთხოების სამსახურში, მექვიშიების ეს თვისება დააფასეს და ცხოველებს ტერორისტების აღმოსაჩენად იყენებდნენ.


image

არხის სხვა სიახლეები:


* 10 საოცარი დამთხვევა, რომლის დაჯერება ძალიან რთულია

* დედამიწა კაცობრიობის სამშობლო არ არის – მეცნიერების მიერ წარმოდგენილი ფაქტები

* ებრაელმა მეცნიერებმა იმპლანტი გამოიგონეს, რომელიც აღადგენს ზურგის ტვინს და ქრონიკულ დამბლას კურნავს

* 15 იშვიათი ისტორიული ფოტო

* სარდაფის და ნახევრად სარდაფის მოწყობის ორიგინალური იდეები

* მონიკა ბელუჩის "თამამი" ფოტოები

* ნიკოლა ტესლას დროის მანქანა

* ანეკდოტები, კვირის ბოლოს (V ნაკრები)


0
237
შეფასება არ არის
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
237
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0