x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133844
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508141
იაპონელების 10 საინტერესო და სასარგებლო გამოგონება

იაპონელებს საინტერესო კულტურა აქვთ და ამ ქვეყანაში ძალიან ნიჭიერი გამომგონებლები ცხოვრობენ. აქ წარმოგიდგენთ 10 მეტად საინტერესო გამოგონებას, რომელსაც, სავარაუდოდ, სხვაგან ვერ გამოიგონებდნენ, ან იქნებ გამოიგონონ კიდეც... ასე, 500, ან 1000 წლის შემდეგ. იაპონელი გამომგონებლების დევიზი კი ასეთია: «ყოველი ახალი გამოგონება, მხოლოდ საჭირო კი არა, კომფორტულიც უნდა იყოს».


სიგარეტის ნამწვის კონტეინერი, იმ შემთხვევისთვის, თუ სიახლოვეს ნაგვის ურნა არ არისimage


მოწევა საზიანოა ჯანმრთელობისთვის, მაგრამ ეს, ადამიანის არჩევანია. რაც შეეხება ამ გამოგონებას, ის გარემოს და წესრიგის დასაცავად შეიქმნა. ასევე ხანძრის პრევენციისთვისაც – ერთი ჩაუქრობელი სიგარეტის ნამწვი, შეიძლება, ცეცხლის კერად იქცეს.


ასეთი მოწყობილობებია დამონტაჟებული ქ. ოსაკას ლიფტებში. ის აჩვენებს, ქუჩაში წვიმს, თუ არა.image


ეს ძალიან მოსახერხებელია, რადგან ადამიანი თუ გაიგებს, რომ გარეთ წვიმს, სახლში მიბრუნდება და ქოლგას აიღებს (სიმართლე რომ გითხრათ, პირადად მე, ამის საჭიროებას ვერ ვხვდები. ყველა, ვინც გარეთ გადის, სავარაუდოდ, ჯერ ფანჯრიდან იხედება, რომ შესაფერისად ჩაიცვას).


მოსახერხებელი სკამი გეიმერებისთვისimage


ჩვენთანაც იყიდება კომფორტული სკამები, ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის. მაგრამ, ვინმემ იფიქრა, რომ სკამი, შეიძლება, უფრო ფუნქციონალური და კომფორტული იყოს?


აბაზანის ბომბა პოკემონის სტილშიimage


გამოიყურება ეფექტურად. ხოლო, მას შემდეგ, რაც ბომბა წყალში გაიხსნება, სათამაშო ჩნდება. ის ის ბუნებრივ ზეთებს შეიცავს, რომელიც კანს არბილებს და უფრო ელასტიკურს ხდის მას.


საღეჭი რეზინი ხელსახოცებითimage


იაპონიაში საღეჭი რეზინი მხოლოდ ხელსახოცებით იყიდება, რომ მოხმარების შემდეგ, მისი გახვევა და ჯიბეში ან ჩანთაში შენახვა იყოს შესაძლებელი, რადგან იაპონელებს, ნაგვის გადაყრის საშუალება, მხოლოდ სახლში აქვთ.


მოძრავი მაცივარიimage


ეს მაცივარი პატრონთან თვითონ მიდის და პროდუქტის ასაღებად, მასთან მისვლა საჭირო არ არის. გამოგონება კომფორტის დონეს აუმჯობესებს და დროის დაზოგვის საშუალებასაც იძლევა.


«ჭიქა–აივნები»image


ორიგინალური ექსტერიერი, რომელიც სახლს უფრო მყუდროს და პრეზენტაბელურს ხდის. ამავე დროს, კონსტრუქცია უსაფრთხო და ძალიან გამძლეა.


«ღიმილიანი» ბამპერიimage


ასეთი ბამპერი Suzuki Twin–ს ამშვენებს. ავტომობილი, ასეთი დიზაინით, მეტად საყვარლად გამოიყურება და უკვე უამრავი ქალბატონის გული მოიგო.


შემზღუდავი ბოძები ველოსიპედისტებისთვისimage


გააზრებული დიზაინის წყალობით, ველოსიპედისტი იძულებულია სიჩქარე შეანელოს და უფრო ფრთხილად იმოძრაოს.


კონტაქტური ზოოპარკიimage


იაპონიაში არსებობს ზოოპარკები, რომელშიც ადამიანისთვის უსაფრთხო ცხოველებისთვის ხელის შეხება შეიძლება. ამისთვის გალიებზე, სპეციალური ნახვრეტებია დატანილი.


image


imageimageimageimage




0
1060
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1060
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0