საბუნებისმეტყველო ქარვის ქვები, რომელთა ასაკი მილიონობით წელია 2022, 18 ივლისი, 8:57
ქარვა ორგანულ ნაერთთა კლასის მინერალია. წარმოადგენს მეტწილად პალეოგენური პერიოდის წიწვოვან მცენარეთა განამარხებულ ფისს. ამორფულია. გვხვდება ნაღვენთი, წვეთისებრი და ლინზისებრი წარმონაქმნების, აგრეთვე მათი ნატეხების სახით. ზომა ჩვეულებრივ 2–30 მმ, მაქსიმალური მასა 10 კგ. ყვითელია ან მოწითალო ფერის, იშვიათად — უფერული გამჭვირვალე და თეთრი. სიმაგრე მინერალოგიური სკალით 2–2, 5-ია; სიმკვრივე 1050–1120 კგ/მ³.
ქარვის ყველაზე დიდ მომწოდებლად რუსეთი (კალინინგრადი) ითვლება. მეორე ყველაზე დიდი მომწოდებელი ბალტიისპირეთია. ქარვის მოპოვება ასევე შესაძლებელია იტალიაში, ჩინეთში, იაპონიაში, მექსიკაში, კანადაში და აშშ-ში. ასევე დომინიკელთა რესპუბლიკა განთქმულია ძალიან უცნაური და იშვიათი ცისფერი ქარვის ნაირსახეობით. სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით „ქარვა ესე არს ნივთი ყვითელი, რომელი გამოიღების ლიტოვის ზღვიდამი, ვიდრე წყალთა შინა, ლბილ არს და რა გამოიღების განიფიტების“. ძველი წარმოდგენით, ქარვა — ესაა ღვთაებრივი წარმოშობის იდუმალი, ყვითელი ფისი. საქართველოში ქარვა უცხოეთიდან შემოჰქონდათ, მისი სამშობლო ბალტიისპირეთია, შესაძლებელია, რომ ხმელთაშუა ზღვის გავლით იყო შემოდიოდა საქართველოში. ქარვა საკმაოდ გავრცელებულია ანტიკურ პერიოდშიც და იგი გვხვდება მცხეთის, ურეკის და ვანის სამარხებში. XVIII საუკუნის თბილისში კრიალოსნების საკეთებელ ქარხანაში ქარვის მძივებიც უმზადებიათ. ქარვა წარმოიქმნება ფისის სპეციფიკური ფოსილიზაციის შედეგად. გაცხელებისას დნება, ადვილად იწვის. აქვს კარგი დიალექტრიკული თვისებები. ადვილად მუშავდება. უხსოვარი დროიდან იყენებენ სანახელავო ქვად. ვინაიდან რბილი სახით ყალიბდება, ხშირია შემთხვევები, როდესაც ქარვის ნატეხში სხვადასხვა მწერებს პოულობენ, რომელთა ასაკი მილიონობით წელს ითვლის.სწორედ ასეთი ქარვის ქვებზე გვექნება ქვემოთ საუბარი, რომელთა ფასიც ათასობით დოლარს უკაკუნებს. ქარვაში ჩარჩენილი ხვლიკები, როემლთა ასაკი 99 მილიონი წელია. ქარვა "ცის პანორამით" ქარვაში მომწყვდეული გეკონი, რომლის ასალი 54 მილიონი წელია 12 მილიონი წლის წინ ქარვაში ჩარჩენილი ჩოქელი. პრეისტორიული პარაზიტი ცდილობს თავი დააღწიოს მასპინძელს, სანამ ის ქარვაში იხრჩობა. ქარვის ქვა ხოჭოსთან ერთად, რომელიც 48 მილიონი წლისაა 20 მილიონი წლის წინ ქარვის ფისში ჩარჩენილი ფრთოსანი ჭიანჭველა გველის წიწილი, რომელიც ქარვაში 58 მილიონი წელიწადია ზის. მწვანე ქარვა, რომელიც დომინიკის რესპუბლიკაში აღმოაჩინეს. უბრალოდ შეხედეთ ამ მრავალფეხას, რომელიც ამ კადრს 99 მილიონი წელი ელოდა! 123 3-ს მოსწონს
|