x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ბრიტანელმა დედა-შვილმა თურქეთში დაცემის ინსცენირება მოაწყეს, რათა დახარჯული ფული უკან ამოეღოთ (ვიდეო)
image

ბრიტანელი ტურისტები თაღლითობაში გამოიჭირეს თურქეთში.დედა-შვილმა „დაცემის“ ინსცენირება მოაწყეს, რათა კომპენსაცია მოითხოვონ - თურქული სასტუმროები კი ჩივიან, რომ ბევრი აკეთებს იგივეს.


დედა-შვილმა ადგილობრივი მედიის ინფორმაცით მარმარისში, ( სამხრეთ-დასავლეთ თურქეთი) საგანგებოდ დაგეგმა კიბეებზე დაგორება და დაცემა.სათვალთვალო კამერაში ჩანს, რომ ხანშიშესული ქალი თავის სკუტერს ათავსებს კიბეების თავზე და იწყებს ქვემოთ "მოგზაურობას", ხოლო მისი "ქალიშვილი" მორჩილად ელოდება დაბლა, რომ გადაიღოს ეს ყველაფერი ტელეფონზე.


image


შემდეგ ქალი "ძირს ვარდება", ხოლო ქალიშვილი ეხმარება, უფრო მოხერხებული პოზიცია მიიღოს და ძირს აწვენს, ქალი იწყებს ყვირილს და დახმარებას ითხოვს. მისი ქალიშვილი ამ ყველაფერს მობილურით იღებს, შემდეგ ეუბნება, რომ საკმარისია და წამოდგომაში ეხმარება.


კადრებმა, რომელსაც ადგილობრივმა გაზეთებმა "საოსკარე თამაში" უწოდეს, აღშფოთება გამოიწვია თურქული სასტუმროების მეპატრონეებში, რომლებიც დიდი ხანია ჩივიან, რომ ბრიტანელები იყენებენ მზაკვრულ ტაქტიკას, რათა დასვენების შემდეგ მოითხოვონ თანხის უკან დაბრუნება.


დაცემის ინსცენირების გარდა, ზოგიერთი სასტუმროს მფლობელი ამტკიცებს, რომ ბრიტანელები ნოემერში განზრახ მწერებს უშვებენ, თან მუცლის ტკივილს უჩივიან.


შვებულების დროს მიღებული დაზიანება ან ავადმყოფობა, დაზარალებულ ტურისტებს საშუალებას აძლევს მოითხოვონ თავიანთი ტურისტული სააგენტოსგან ასობით ან თუნდაც ათასობით ფუნტი სტერლინგი.


ბრიტანული, საკმაოდ ხარვეზიანი კანონდებლობით ტურისტულ სააგენტოებს შეუძლიათ თავიანთი იურიდიული ვალდებულება გადააბარონ სასტუმროს, რომელიც პასუხისმგებელია ზიანის ანაზღაურებაზე.ჰოოდა სწორედ ამ კანონდებლობით სარგებლობენ ბრიტანელები.

0
232
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
232
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0