x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"რადგან მაინც და მაინც პუტინ ხუილო არ თქვა და "სლავა უკრაინე", უკვე ცუდი ბიჭია?" - ვანო ნადირაძე
image

უკრაინაში მებრძოლი ვანო ნადირაძე, ზოგიერთი ცნობადი და არაცნობადი სახის მიერ ხვიჩა კვარაცხელიას მისამართით გამოთქმულ ბრადებას სოციალური ქსელით უპასუხა:


კვარაცხელიაზე ჩასაფრებულები გამოჩნდნენ და მათ უპასუხა უკრაინაში მებრძოლმა ვანო ნადირაძემ...


- უკრაინაში მებრძოლი ვანო ნადირაძე საკუთარ "ფეისბუქ" გვერდზე ხვიჩა კვარაცხელიას მხარდამჭერ სტატუსს აქვეყნებს:



"რა გინდათ ამ ბიჭისგან, წამოვიდა რუსეთიდან და საქართველოში დაიწყო თამაში!!!! დადო ფაქტი თავის საქციელით??? დადო!!! რახან მაინც და მაინც პუტინ ხუილო რომ ართქვა და სლავა უკრაინე, უკვე ცუდი ბიჭია???!!!


კვარაცხელია მიდი ძმაო მიაწექი, გვასახელე კიდევ ბევრჯერ. რუსეთის დედაც და ქართველი ინტრიგანებისაც კიდევ!!!! წარმატებებს გისურვებ კვარა, აქედან უკრაინაში ქართველი მებრძოლი!!! დიდება საქართველოს, დიდება უკრაინას!!!..." - წერს ვანო ნადირაძე.


ტელეწამყვანმა ვახო სანაიამ განაცხადა, რომ კვარაცხელია ვერ უგულშემატკივრებს სანამ მკაფიო პოზიცია არ ექნება უკრაინაზე.


„ქართველს, ოკუპირებული ქვეყნის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელს, უკრაინაზე რომ გკითხავენ და იტყვი, პოლიტიკაში არ ვერევიო, ნაპოლიში კი არა, რეალში რომ ითამაშო, მაგრად მკიდია უკვე. ამის გამო ერთხელ კრიტიკული სტატუსი დავწერე. მერე ვიფიქრე, იქნებ ბათუმში გადასვლის შემდეგ მაინც თქვას-მეთქი რამე და ცოტა შევარბილე. ისევ ხმა არ ამოიღო. ახლა იტალიაშია, ჟურნალისტებმა შეკითხვა დაუსვეს და იქაც კრინტი ვერ დაძრა პუტინზე.


არ ვიცი, რა ვალდებულებები აქვს ასეთი რუსულ კლუბთან, მაგრამ მართლა ვერ ვუგულშემატკივრებ, სანამ მკაფიო პოზიცია არ ექნება უკრაინაზე. ფეხბურთი ბოროტებაზე თვალის დახუჭვას არ ნიშნავს. ფეხბურთი პოლიტიკისგან არ იმიჯნება“, - დაწერა სოციალურ ქსელში ვახო სანაიამ.


შეგახსენებთ, ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში FIFA-მ რუსულ ფეხბურთს სანქციები დაუწესა და რუსეთის ჩემპიონატში მოთამაშე ლეგიონერებს საკუთარ კლუბებთან კონტრაქტის გაწყვეტის უფლება მისცა.ხვიჩა კვარაცხელიამ უმალ გაწყვიტა კონტრაქტი ყაზანის "რუბინთან", რომელიც 2024 წლამდე ჰქონდა და საქართველოში დაბრუნდა.

0
157
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
157
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0