x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
"მადლობა მინდა ვუთხრა რუსეთს, სადაც უსინათლო ქართველი გოგონა შეიძლება გახდეს სახალხო არტისტი" - დიანა ღურწკაია
image

დიანა ღურწკაიამ და სტას მიხაილოვმა რუსეთის სახალხო არტისტის წოდება პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ბრძანების მიხედვით მიიღეს. მომღერლების დაჯილდოების ცერემონია კრემლში 13 ივლისს გაიმართა. ამის შესახებ RT იტყობინება.


მუსიკოსებს ჯილდოები რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველმა მოადგილემ სერგეი კირიენკომ გადასცა.



„მადლობა მინდა ვუთხრა რუსეთს, სადაც გერმანელი ქალი შეიძლება გახდეს დიდი რუსი იმპერატრიცა, ებრაელი შეიძლება გახდეს დიდი რუსი მეცნიერი, სომეხი შეიძლება გახდეს საყვარელი კომპოზიტორი, აზერბაიჯანელი შეიძლება გახდეს ეპოქის ხმა და უსინათლო ქართველი გოგონა- სახალხო არტისტი“, - ციტირებს გამოცემა დიანა ღუწკაიას ნათქვამს..



დიანა ღურწკაია დაიბადა 1978 წლის 2 ივლისს სოხუმში, მეშახტეთა ოჯახში, იგი ოჯახის უმცროსი, მეოთხე შვილი გახლავთ.დაბადებიდან ბრმამ დაამთავრა უსინათლოთა სპეციალური სკოლა თბილისში, პარალერულად სწავლობდა ფორტეპიანოზე დაკვრას. 10 წლის ასაკში პირველად გამოვიდა თბილისის ფილარმონიაში ირმა სოხაძესთან ერთად.


1995 წელს გაიმარჯვა მუსიკალურ კონკურსში "იალტა-მოსკოვი-ტრანზიტი."აფხაზეთის ომის შემდეგ ოჯახი მოსკოვში გადავიდა საცხოვრებლად.


1999 წელს მოსკოვში მან დაამთავრა გნესინიხის მუსიკალური სასწავლებელი ესტრადის განხრით, არის რუსეთის თეატრალური ხელოვნების აკადემიის სტუდენტი.2000 წელს სტუდიამ „ARC“-მ გამოუშვა მომღერლის სადებიუტო ალბომი_"Ты здесь, " რომელშიც შევიდა იგორ ნიკოლაევისა და სერგეი ჩელობანოვის ლექსებზე დაწერილი სიმღერები.ამის შემდეგ დიანამ კიდევ ხუთი სტუდიური ალბომი გამოსცა, მომღერლის პროდიუსერი მისი უფროსი ძმა რობერტია, დიანა ღურწკაია 2008 წელს საქართველოს სახელით წარსდგა "ევროვიზიის" კონკურსზე, იგი პირველი ბრმა მომღერალი იყო ამ კონკურსის ისტორიაში აღმოსავლეთ ევროპიდან.


დიანა ღურწკაის ყველაზე ცნობილი ჰიტებია "Ты здесь", "Ты знаешь, мама", "раненая птица", "Ромео и Джульетта", "Первая любовь" და სხვა.



0
139
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
139
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0