x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ეს როგორ მოახერხე კალაძე, შე ....." - რას წერს ნინო ჯანგირაშვილი

image


ჟურნალისტი და ტელეკომპანია "კავკასიის" დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე ვაკეში, საავტომობილო გზებზე წარმოქმნილი საშინელი საცობებით შეწუხებული პოსტს ავრცელებს და დედაქალაქის მერს, კახა კალაძეს საჯაროდ მიმართავს:


"ვაკეს სულ ისე ვუვლი გვერდს როგორც უბედურების ზონას. ხოდა ახლა გავრისკე. მეტი გზა არ მქონდა. 15 წუთია 15 მეტრი ძლივს გავიარე. მკვდარი საცობია. ეს როგორ მოახერხე კალაძე, შე დებილო.


განახლება: ნახევარ საათში 9-ე საავადმყოფოს მოვუახლოვდი. წინსვლა მაქვს უზარმაზარი.


ბოლო განახლება: უნივერსიტეტის 1 კორპუსიდან აქსისის ტყუპებდე საათი და 20 წთ. დამჭირდა."- წერს ტელეწამყვანი ნინო ჯანგირაშვილი სოციალურ ქსელში.


ცნობისთვის, ავტობუსების ახალმა სქემამ განახლებული ჭავჭავაძის გამზირზე დღის ნებისმიერ მონაკვეთში გადაადგილება მართლაც შეუძლებელი გახადა, რის გამოც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მოქალაქეებს "გაჭედილი" ვაკის გამო ბოდიში არაერთხელ მოუხადა.


0
910
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
910