ჩელსის მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო დი მატეომ, კომენტარი გააკეთა სტოკის წინააღმდეგ საკუთარი გუნდის თამაშზე (1:0) და განაცხადა, რომ კმაყოფილია რთულად მიღწეული გამარჯვებით.
შუა კვირაში ლურჯებმა ითამაშეს ჩემპიონთა ლიგაზე იუვენტუსის წინააღმდეგ, ამიტომ, დი მატეო გონივრულად შიშობდა, რომ მის გუნდს შეიძლებოდა არ ჰყოფნოდა ძალა. თუმცა, ჩელსიმ 85-ე წუთზე ეშლი კოულის გოლის წყალობით მაინც მოახერხა სტოკთან გამარჯვება.
„ეს იყო ძალიან კარგი თამაში, ორივე გუნდმა აჩვენა თავისი საუკეთესო მხარეები. ჩემპიონთა ლიგის მატჩის შემდეგ მოთამაშეები შესაძლოა ფიზიკურად და ემოციურად ამოწურულები იყვნენ და ეს ყოველთვის აღაშფოთებს მწვრთნელს, მაგრამ დღეს ჩვენ ძალიან კარგად დავიწყეთ თამაში.“
„მეორე ნახევარი ასევე კარგად დავიწყეთ, ჩვენ ვქმნიდით მომენტებს და სულ უფრო ვაღწევდით თავს მათ დაცვას. თითქოს ჩანდა, რომ ჩვენი გოლი მხოლოდ დროის საკითხი იყო.“
„როდესაც თამაშობ სტოკის წინააღმდეგ, ყოველთვის რთულია მათი დაცვის გარღვევა - დღეს ისინი კარგად იცავდნენ თავს და ასეთ სიტუაციებში სწრაფი გოლი შესანიშნავია. თუ სწრაფ გოლს ვერ გაიტან, უნდა იმუშაო და ეძებო თავისუფალი სივრცეები, “ - განაცხადა დი მატეომ ჩელსის საიტთან ინტერვიუში.