x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
უკრაინაში რეალითი შოუს მონაწილემ და პროკურატურის გამომძიებელმა მომავალი საცოლე მოკლა და შემდეგ დაანაწევრა +16 (ვიდეო)
image

უკრაინის დედაქალაქში დააკავეს ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც ბრალად ედება მომავალი საცოლის მკვლელობა.მან 39 წლის ოლგა დავიდენკოს გვამი ჯერ დაანაწევრა, შემდეგ კი მისი გული და სასქესო ორგანოები საყინულეში შეინახა.


ადვოკატმა და ყოფილმა გამომძიებელმა, პეტრე ბეგუნმა სავარაუდოდ ჯერ დაახრჩო 39 წლის ოლგა დავიდენკო, შემდეგ მისი გვამი დაანაწევრა და ნაწილები გადაყარა.

image


აღსანიშნავია, რომ 37 წლის ამაზრზენი ჯალათი მონაწილეობდა, როგორც კონკურსანტი -, პოტენციური საქმრო რეალითი შოუში "Женитьба вслепую"(ბრმად დაქორწინება)არხზე "1+1" 2019 წლის ეპიზოდში და ამტკიცებდა, რომ იყო "მოტივირებული მწვრთნელი".


მომავალი მსხვერპლი პეტრე ბეგუნმა ამა წლის დასაწყისში გაიცნო.

"მომავალმა საქმრო-მფატრავმა თავის საყვარელს გული, თირკმელები და ქალის სასქესო ორგანოები ამოგლიჯა", - განაცხადა რეგიონის პოლიციის უფროსმა ანდრეი ნებიტოვმა.

image

რამდენიმე დღეში მან ნაგავსაყრელებზე გადაყარა გვამის ნაშთები, ზოგჯერ ველოსიპედით გადაჰქონდა "საეჭვო პაკეტები". მსხვერპლის მენჯი და ხერხემლის ნაწილი აუზში ჩაგდებულ ჩემოდანში იპოვეს, ხოლო ხელები და ფეხები სხვა ადგილზე გადაგდებულ ტომარაში.

ქალი თავდაპირველად ტანსაცმლით ამოიცნეს, შემდეგ კი თითის ანაბეჭდებით, .

ეს არის ომიანობის დროს ჩადენილი „საშინელი ისტორია სასიკვდილო სიყვარულის, ცინიზმისა და კიევის რეგიონში დანაშაულის დაფარვის სასოწარკვეთილი მცდელობა“, ნათქვამია მოხსენებაში.



წყვილი უკვე ერთად იყო 24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში შემოჭრის დროს. შეხვედრიდან ერთი კვირის შემდეგ ოლგა დავიდენკო გადავიდა მასთან საცხოვრებლად და ქალი "ბედნიერი" იყო.



უკრაინული გამოცემა obozrevatel-ის ცნობით, ბეგუნი როგორც კიევის პროკურატურის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საქმეების მომავალი გამომძიებელი კოლეგებს ახსოვდათ ეჭვმიტანილთა მიმართ სასტიკი და "ცხოველური" დამოკიდებულებით.



2014 წლის შემდეგ ის გენერალურ პროკურატურაში გადავიდა სამუშაოდ.

image

2016 წლის დეკემბერში ბეგუნი ავარიაში მოყვა. „ოპერატიული კიევის“ ცნობით, გენერალური პროკურატურის გამომძიებელი პეტრე ბეგუნი ნასვამ მდგომარეობაში მართავდა 'მერსედესს', მას თან ახლდა გოგონა. მანქანა ამობრუნდა და ხეს შეეჯახა. მგზავრი გოგონა საავადმყოფოში გადაიყვანეს. ტესტმა აჩვენა, რომ მის სისხლსი 1, 68 ppm ალკოჰოლი იყო, თუმცა სასჯელს დაუძვრა.

image

2017 წელს, ვებსაიტი Наші гроші-ის ინფორმაციით ბეგუნი ლვოვში გახდა დიდი სავაჭრო და გასართობი ცენტრის- Victoria Gardens -ის ახალი მფლობელი.



0
243
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
243
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0