ტექნიკური ავიალაინერი-სასტუმრო 5 ათას მგზავრზე და ბირთვულ ენერგიაზე! (+ვიდეო) 2022, 14 ივლისი, 10:03 ინჟინერმა იემენიდან ჰაშიმ ალ-ჰაილიმ წარმოადგინა მომავლის თვითმფრინავი. თვითმფრინავი-სასტუმროს პირველი პროექტია Sky Cruise, რომელმაც მთლიანად უნდა შეცვალოს ავიაციის ინდუსტრია. იგი ატომურ ენერგიაზე იმუშავებს და 5 ათასი მგზავრის გადაყვანა შეეძლება. მას ექნება 20 ბირთვული ძრავა ბირთვული სინთეზის საფუძველზე. ეს გადაწყვეტს მავნე აირების ატმოსფეროში გაფრქვევის საკითხს. თვითმფრინავი იფრენს პილოტების გარეშე. ამას უზრუნველყოფს ხელოვნური ინტელექტის სისტემა, მაგრამ ადამიანს ნებისმიერ დროს შეეძლება თავის თავზე აიღოს მართვა. უზარმაზარ სიმაღლეზე თვითმფრინავში ხელმისაწვდომი იქნება: * პანორამული დარბაზი * ლიფტები * სავაჭრო ცენტრები * გასართობი კომპლექსები * სპორტდარბაზები * აუზები * რესტორნები, აუზები, კაფეები * საბავშვო მოედნები * თეატრები და კინოთეატრები * ადგილები საქმიანი მოლაპარაკებებისთვის * საბანკეტო დარბაზები
Sky Cruise სტუმრები ვერ იგრძნობენ ტურბულენტობას. ვიბრაციის აღმოჩენისთანავე სისტემა ავტომატურად ახდენს საპირისპირო ვიბრაციის გენერირებას, რომელიც რყევას აკომპენსირებს. მხოლოდ ერთი პრობლემაა: როგორ უნდა აფრინდეს ეს გიგანტი? ძალაუნებურად გვახსენდება გემი "ტიტანიკი", იმ დროისთვის ისიც უმსხვილესი ხომალდი იყო. იმედი ვიქონიოთ, რომ Sky Cruise არ გაიმეორებს მის ბედს. ოტელი-თვითმფრინავი მიწაზე არ დაჯდება. მგზავრების და ტვირთების მიწოდებას ელექტრო კომერციული თვითმფრინავები უზრუნველყოფენ.
იხილეთ სხვა სტატიები:რა ბედი ეწია ეიფელის კოშკის ქვეშ მდებარე საიდუმლო ბუნკერს? ნიკოლა ტესლა - როცა სამყარომ თავისი გენია დაივიწყა სამყარო არარეალურია და ყველა და ყველაფერი მატრიცაშია?
მამაკაცი წლობით, ერთიდაიგივე ციფრებით ლატარიას თამაშობდა და ბოლოს ორი მილიონი დოლარი მოიგო
რა მოხდებოდა, თუ დედამიწის ერთი ბოლოდან მეორე ბოლოში გაყვანილ გვირაბში გავივლიდით რა მოხდება, თუ კოსმოსში იარაღიდან გავისვრით? გავრცელებული მითები, რომლებისაც ზოგიერთს ჯიუტად სჯერა საინტერესო და შემეცნებითი ფოტოები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ექვსი საოცარი ფაქტი სხვადასხვა სფეროდან 1288 6-ს მოსწონს |