სხვა ტაილანდში დააკავეს ქურდი, რომელიც მაღაზიიდან მოპარულ მობილურებს უსახლკაროებს ურიგებდა 2022, 12 ივლისი, 15:35
AsiaOne: ბანგკოკში ქურდი ექვსი თვის განმავლობაში იპარავდა ტელეფონებს კავშირგაბმულობის მაღაზიებიდან და ურიგებდა ღარიბებს.
ტაილანდში პოლიციამ დააკავა ქურდი, რომელიც რობინ ჰუდის მსგავსად უპოვარებს და ღატაკებს მაღაზიებიდან მოპარულ ნადავლს ურიგებდა. ამის შესახებ AsiaOne იტყობინება. მოუხელთებელი ქურდის ძებნა ექვს თვეზე მეტ ხანს გაგრძელდა. ამ ხნის განმავლობაში მან მოახერხა კომპანია Banana IT-ს მობილური ტელეფონების სამი მაღაზიის გაძარცვა. მეოთხე მაღაზიის გაძარცვის შემდეგ ის დააკავეს. ქურდი ბანგკოკის მკვიდრი 23 წლის ჯეჰ-ისმა-აე ჰამა აღმოჩნდა. ბოლო ქურდობის დროს სათვალთალო კამერის მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს, თუ როგორ შედის ახალგაზრდა ტაილანდელი მამაკაცი საცვლების ამარა და სახეზე სამედიცინო პირბადით შევიდა კავშირგაბმულობის მაღაზიაში და იქიდან იღებს 128 ცალ სხვადასხვა ნივთს, რომელთა უმეტესობა მობილური ტელეფონები იყო. მაღაზიებიდან მოპარული საქონლის მთლიანი ღირებულება შეფასდა 1, 9 მილიონი ბატად (თითქმის 200 000 ლარი). დაკავების შემდეგ ჰამას ბინაში 89 მოპარული მობილური ტელეფონი აღმოაჩინეს. ”მე მხოლოდ Banana-ს მაღაზიებიდან ვიპარავდი, რადგან მომწონს ბანანი და ყვითელი ფერი”, - განმარტა მან. -საცვლების ამარა იმიტომ ვრჩებოდი , რომ მომწონდა, ასე უფრო თავს თავდაჯერებულად ვგრძნობდი“. მისი თქმით, მან დაიწყო მობილური ტელეფონების ქურდობა იმიტომ, რომ ბავშვობაში საკუთარი მობილური არ ჰქონდა, მაგრამ სამაგიეროდ გარშემო ყველა მის ნაცნობს ჰქონდა. ჰამამ მოპარული გაჯეტებს უსახლკაროებს ქალაქ ბანკოკში და ნარატივატში ურიგებდა, რადგან ერთ დროს ისიც ქუჩაში ცხოვრობდა. 629 3-ს მოსწონს
|