x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
„სექტემბრისთვის ალბათ თბილისის ყველა ქუჩა დედამისის სახელობის იქნება“ - ირინა სარიშვილი

image


ცნობილი პოლიტიკოსი ირინა სარიშვილი ქალაქ თბილისში მოსკოვის გამზირის სახელწოდების შეცვლის თემასთან დაკავშირებით სოციალიურ ქსელში გამოხმაურებას აქვეყნებს. ის სარკაზმით წერს, რომ დედაქალაქში იმატებს კალაძის დედის სახელობის ქუჩების რაოდენობა. ამით კი იმას მიანიშნებს, რომ მერია არ ახდენს თბილისის ქუჩების მოძველებული სახელწოდებების ცვლილებას.
.
„ყველას მერი როა იმის დედის სახელობის ქუჩების რაოდენობა მატულობს ყოველდღიურად და სექტემბრისთვის ალბათ თბილისის ყველა ქუჩა დედამისის სახელობის იქნება
გილოცავ, კახა <3“ - წერს ირინა სარიშვილი.
.
სხვადასხვა ადამიანთა ჯგუფი მრავალი წელია თბილისში ქუჩებისთის კომუნისტური სახელწოდებების შეცვლას ითხოვს. თუმცა, ათეულობით წელია, მიუხედავად რუსული აგრესიისა, ოკუპანტ ქვეყანასთან დაკავშირებული სახელწოდებების ცვლილება ამ დრომდე ვერ/არ მოხერხდა. სოციალურ ქსელში დროდადრო ეს საკითხი ცოცხლდება და განხილვის საგნად იქცევა ხოლმე.
.
ბევრი ქართველისთვის მიუღებელია, ოკუპირებული ქვეყნის დედაქალაქის ერთერთ ყველაზე დიდ ქუჩას ერქვას აგრესორი/ოკუპანტი ქვეყნის დედაქალაქის, ანუ მოსკოვის გამზირი.
0
849
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
849
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0