x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ცოცხლები ხართ მაგ პარტიაში? რა ჯანდაბას აკეთებთ შეგიძლიათ ახსნათ?" - რამ აღაშფოთა თეა თუთბერიძე

image


პოლიტიკური მოძრაობა "კმარას" ყოფილი ლიდერი თეა თუთბერიძე, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის მიერ მისი გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს უმოქმედობაში ადანაშაულებს:


"ენმ ცოცხლები ხართ კი საერთოდ მაგ პარტიაში???!!! ???? რუსული სპეცსამსახურები და კრემლი პირდაპირი გაგებით კლავენ ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს და თქვენ რა ჯანდაბას აკეთებთ შეგიძლიათ ახსნათ??? ვის უყურებთ ან რას ელოდებით???


რისთვის სჯის რუსეთი სააკაშვილს? აი ამისთვის და კიდევ რომ ქვეყანა რუსული რელსებიდან გადაიყვანა და დასავლეთისკენ მიმავალ გზას შეაყენა! დღეს კი ბრძენი ქართველი ერი დადუმებულია და უყურებს როგორ კლავს რუსული სპეცსამსახურები და პუტინის მიერ დასმული ხელისუფლება ქვეყნის მესამე პრეზიდენტს!


P.S. ევროკავშირს კი არა მეგობრებო თქვენ როგორც ერი მხოლოდ განადგურებას იმსახურებთ და ეგ ტერიტორია კიდევ დეზინფექციის ჩატარებას ისე რომ თქვენი მსგავსი მაგ ტერიტორიაზე არასდროს აღარაფერი აღმოცენდეს!!! ????"- წერს თეა თუთბერიძე სოციალურ ქსელში.


ექს - პრეზიდენტის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილს ასდის საშინელი სუნი და სხეულზე გარდაცვლილის მსგავსად, პიგმენტები და ლაქები აღენიშნება.




0
533
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
533