x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
დასახელდა პუტინის სამი მთავარი კოზირი დასავლეთის წინააღმდეგ
image

გერმანულმა გამოცემამ დაასახელა პუტინის სამი მთავარი კოზირი დასავლეთის წინააღმდეგ უკრაინის კრიზისის ფონზე.


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გამჭრიახად იყენებს სამ მნიშვნელოვან კოზირს, რომლებიც მას საშუალებას აძლევს დაამყაროს პოლიტიკური ურთიერთქმედება დასავლეთთან უკრაინის კრიზისის პარალელურად. ამის შესახებ გერმანული ჟურნალი Focus-ი წერს.


ზეწოლის ბერკეტებს შორის არს გაზი, სამშვიდობო მოლაპარაკებები და მოსკოვის პარტნიორები. სტატიის ავტორის თქმით, დასავლეთი „სამმაგ ხაფანგში“ გაეხვია, რუსეთი კი ტაქტიკურად ხელსაყრელ მდგომარეობაში აღმოჩნდა. გამოცემა ხაზს უსვამს, რომ რუსეთის დიპლომატიური და ეკონომიკური იზოლაცია ჩაფლავდა.



გამოცემას მაგალითად G20-ის შეხვედრა მოჰყავს, სადაც აღნიშნულია, რომ "დიდი ოცეულის" წევრი ყველა ქვეყანა არ არის კრიტიკული რუსეთის მიმართ. გარდა ამისა, ავტორი მიუთითებს დასავლეთის დამოკიდებულებას რუსეთის ენერგორესურსებზე.


მანამდე, ბიზნეს ოპერაციების მენეჯმენტის პროფესორმა, ბიზნეს სკოლის Keele-ს ასოცირებულმა დირექტორმა სამირ დანიმ ასევე აღნიშნა, რომ დასავლეთი გაება ხაფანგში, რომელიც ცნობილია როგორც "Catch-22".


ექსპერტმა აღნიშნა, რომ ევროპას ენერგორესურსების ფასების რეკორდულ ზრდას შეეჯახა, რამაც გამოიწვია ინფლაციის ზოგადი მატება და ფასების ზრდა. "რაც იწვევს ყველანაირ დომინოს ეფექტს სურსათის მიწოდების ჯაჭვში, რაც მთავარი საკვანძო საკითხია, რადგან საკვები ყველასთვის საბაზისო პროდუქტია."-აღნიშნა დანიმ.


მსოფლიოს მთავარი პრობლემა გახდა ენერგეტიკის საკითხების გადაჭრა, აღნიშნა დანიმ. თუმცა, მან აღნიშნა, რომ ენერგომატარებლებზე ფასების დაწევა შეიძლება დიდწილად შეუსაბამო იყოს კლიმატის ცვლილების მიზნებთან და ქმნის Catch-22 სიტუაციას, სადაც ფასები უნდა შემცირდეს, მაგრამ ამავე დროს კლიმატის დაცვის საკითხები უნდა დაკმაყოფილდეს.

0
1404
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
1404
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0