საზოგადოება ემიგრანტი ქალის სულისშემძვრელი ისტორია 2022, 9 ივლისი, 12:53 " ..2 წლინახევრის რომ იყო ისევ ძუძუს წოვდა. სულ ვეუბნეოდი დიდი გოგო ხარ უკვე აღარ შეიძლება თქო მაგრამ მხოლოდ გამიცინრბდა და მისი ხელით ამოიღებდა საჭმელად. მისი გაჩენის გამო სამსახური დამატოვებინეს. სამშობლოში, სადაც დემოგრაფიული პრიბლემა კატასტროფას უტოლდება მე მესამე შვილის გამო შსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტიდან ისე უგულოდ გამომიშვა კარლო ურუშაძემ მეეჭვება გული საერთოდ ქონოდა.
მერე სამშობლომ 50 ლარიანი შემწეობა დაგვინიშნა. ხო, ხოოო, 50 ლარი.
ქირაც უნდა გადამეხადა და მეცოცხლა მე და მარიამს მაგ ფულით.
როგორ არ ვეცადე, რა გზა არ გამოვიარე, სოფლად მიტოვებული სახლი ვითხოვე და ცალ ხელში ბავშვით არანაირ შრომას არ ვერიდებოდი.
ვერ ვქენი. ვერ შევძელი.
წამოსვლა ერთადერთი გზა იყო. რეგისტრქცია რომ გამოცხადდა ხელში ავიტაცე და შემით ჩავუდე ძუძუ. გაკვირვებული და გახარებული მიყურებდა. და ვერც კი ხვდებოდა იმ ძუძუდან რძეს კი არა ყველაფერ ადამიანურ გრძნობას რომ წოვდა. მისი მაისური მედო ჩანთაში იმ იმედით რომ მის სურნელს გამოვიყოლებდი...
წამოვედი... არააა, უფრო სწორად მოვკვდი.
ეხლა ნორმალური ხელფასი მაქვს, არაფერს ვაკლებ, ზედმეტიც კი აქვს.
ვაკოწიწებ თანხას რომ რაც შეიძლება მალე შევძლო საცხოვრებლოს პრობლემის მოგვარება და წავიდე.
მოვკვდი, ხოოო, თორე, როგორ ვძლებ მისი მოფერების გარეშე. როგორ ვიტან სხვას რომ ეხუტება, ეფერება და დედას ეძახის. ცოცხალი ადამიანი ამას ალბათ ვერ აიტანს.
ჩემს სამშობლოში სადაც უვარგის დეპუტატებს ასი ათასები აქვთ..
გაღორმუცელებულ სამღვდელოებას ოქროების წიკვით წელი ღა სტკივათ.
სადაც ყველა რესურსია საიმისოდ რომ ნორმალურად იარსევოს ადამიანმა მილიონობით ემიგრანტი ყავს.
აქ ყველაფერი სხვანაირია. აქ ჰაერიც კი ცოტააა არ გყოფნის სასუნთქად. არც წყალს აქვს გემო. აქ მხოლოდ ერთი სუნი და გემოა..
უღმერთო მონატრების სუნი და გაუშრობელი ცრელმების გემო..
......
პ.ს. არავინ და არაფერი მოგონილი არ არის." - ემიგრანტი ლალი ტაბატაძე
60 შეფასება არ არის
|