ჩვენდა გასაკვირად, ცხოველებში ვხვდებით ისეთ თვისებებს, რომლებიც ადამიანებისთვის არის დამახასიათებელი. თუმცა, ამ ხასიათის ფუნქციები განსხვავებულია. მაგ., ეშმაკი ადამიანი – უარყოფითი პერსონაჟია. ხოლო, ცხოველს, ეშმაკობა საკვების მოპოვებაში, "მტრის" მოტყუებაში, ან რთულ პირობებში, გადარჩენაში ეხმარება.
აღნიშნული თვისებით, ალბათ, მეტ–ნაკლებად, ბევრი ცხოველია დაჯილდოებული. თუმცა, ეშმაკობა, მკვეთრად გამოხატული, ამ ცხოველებში უფრო მეტად გვხვდება:
1. ენოტი
ეს საყვარელი ცხოველი მხოლოდ ეშმაკობით კი არა, ძალიან მოხერხებულიც არის, რაშიც მას ხელები ეხმარება.
ლეგენდის მიხედვით, ღმერთმა ერთი თაღლითი ადამიანი ცხოველად გადააქცია. მაგრამ, ხელები დაუტოვა... თუმცა ეს, ალბათ, არ უნდა გაეკეთებინა. რადგან, ენოტს, ასეთი თათებით, თავისუფლად შეუძლია ონკანის გაღება და სახლის წყლით დატბორვა. მაცივრის და კარადის უჯრების გაღება სამზარეულოში და ა. შ. ასე, რომ, თუ ამ ცხოველის მოშინაურებას და სახლში ყოლას გადაწყვეტთ. გახსოვდეთ, რომ მასთან სულ სიფხიზლეა საჭირო.
ბუნებაში, ენოტები წყლის სანაპიროებთან ცხოვრობენ და მტაცებლებისგან თავს ძალიან მოხერხებულად იცავენ. მაგ., ზამთარში, ისინი ხიფათის დროს, ტბის თხელ ყინულზე წვებიან. მათთვის ეს ნორმის ფარგლებშია, მტაცებელს კი, შეიძლება ყინული ჩაუტყდეს და დაიხრჩოს.
ეს ცხოველები კარგი მებრძოლები არიან. მაგრამ, თუ ძალები უთანაბროა, მას თავის მომკვდარუნებაც შეუძლია.
2. ვირჯინიის ოპოსუმი
ვირჯინიის ოპოსუმიც თავის მომკვდარუნების დიდი ოსტატია. ხოლო სუნი, რომელსაც ის ამ მდგომარეობაში გამოსცემს, ლეშის სუნისგან არ განსხვავდება. მტაცებლები კი, ასეთ სუნს ყოველთვის გვერდს უვლიან.
ამ მდგომარეობაში ცხოველს ყოფნა, 6 საათის მანძილზე შეუძლია.
3. ორანგუტანი
ორანგუტანგი – მაღალი ინტელექტის მქონე პრიმატია, რომლებსაც ძალიან უყვართ საკეტები – მარტივი და რთული, მნიშვნელობა არა აქვს. ისინი ყველას ძალიან ადვილად აღებენ. ზოოპარკში ცხოველებს, ტესტირებისთვის, სხვადასხვა სირთულის საკეტებს აძლევენ. პირველ რიგში, ისინი იმ საკეტის გახსნას ცდილობენ, რომლითაც მათი გალიაა ჩაკეტილი.
4. იაგუარი
ამ ცხოველის შესახებ, ბევრი რამის მოყოლა შეიძლება. მაგრამ, ყველაზე მეტად, თვალშისაცემი ის არის, რომ ამ ძლიერ და მოხერხებულ ცხოველს ეშმაკობაც გამოსდის.
მაგ., თევზის დასაჭერად, ის საკუთარ კუდს იყენებს: ის კუდს მდინარეში ყოფს და აქეთ–იქით ამოძრავებს. თევზებს კი ჰგონიათ, რომ ეს საკვებია. როგორც კი, ცნობისმოყვარე თევზი ცხოველს უახლოვდება, იაგუარი მას თავს ესხმის და იჭერს.
5. გრძელკუდიანი კატა (მარგაი)
ამ ველურ კატას ბევრი რამ შეუძლია. გრძელი კუდის წყალობით, რომელიც სხეულის სიგრძის 70% შეადგენს, – ხეებზე, მაიმუნივით ხტუნავს და ტოტზე ერთი თათით, თავდაყირა, ეკიდება.
იკვებება ფრინველებითა და ქვეწარმავლებით, მაგრამ მაიმუნის ხორცზეც არ ამბობს უარს. ამისთვის კი, მარგაებმა პატარა შეშინებული მაიმუნის კივილის იმიტირება ისწავლეს... შემდეგ კი, ყველაფერი ისე ხდება, როგორც ჩვეულებრივ, ველურ ბუნებაში – პატარის საშველად მისული დიდი მაიმუნი, კატის თათებში ხვდება.
6. ვირთხა
ვირთხებს ნებისმიერ საცხოვრებელ პირობებთან ადაპტირება შეუძლიათ. შესაძლოა, იმიტომ, რომ ძალიან ფრთხილები არიან. მათი ეშმაკობაც სწორედ ამაში მდგომარეობს.
მაგ., ისინი უცნობ საკვებს მაშინვე არ ჭამენ. ჯერ მცირე ულუფებით აგემოვნებენ და საკუთარ მდგომარეობას აკვირდებიან, ადგენენ, შეიძლება, თუ არა მისი ჭამა, თუ ამის გაკეთება არა ღირს.
მოწამლულ საკვებს არ ეკარებიან.
ასე, რომ, მათთან გამკლავება, ადვილი ნამდვილად არ არის. სწორედ ამიტომ, დიდ ორგანიზაციებში ან დაწესებულებებში, სადაც ძვირადღირებული ნივთები ან საქონელი ინახება, მაგ., მუზეუმებში, ვირთხებთან საბრძოლველად, კატებს იყენებენ.
7. მელა
ფოტოზეც კი ჩანს, თუ რამდენად ეშმაკია ეს ცხოველი. ის, ამ თვისების გამო, ბევრი ზღაპრის, თუ იგავის გმირია. ლიტერატურული გმირების მიერ ჩადენილ საქციელში, ზოგი მოგონილია, ზოგი კი – მათი ცხოვრებიდან არის აღებული. მაგ., ფრინველებზე ნადირობისას, მელა თავს იმკვდარუნებს. წვება მიწაზე, ირგვლივ კი ფრინველები დახტიან. თუ ფრინველი მელას თავთან ჩაუვლის... უეცრად მის ხახაში აღმოჩნდება ხოლმე.
მონადირეებისგან თავის დასაცავად კი, მელა ზიგზაგებით გარბის – ხვეულებს აკეთებს და მათ კვალს ურევს. ხოლო, ხაფანგში თუ მოხვდა, ისევ თავს იმკვდარუნებს და როგორც კი იქიდან ამოიყვანენ, მაშინვე "ცოცხლდება" და გარბის.
აი ასეთები არიან ეს ცხოველები, ძალიან ეშმაკები და გონიერები.