x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ძნელად მოიძებნება ასეთი ვიგინდარა, შანტაჟისტი, ყველაფრის მკადრებელი არარაობა" - ვისზე საუბრობს ნინო ჯანგირშვილი

image


ტელეკომპანია "კავკასიის" დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ბრიფინგს "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება და წერს:


"ახლა ვუყურებ კობახიძის მორიგ ბრიფინგს. რასაც ვფიქრობ, ის რომ დავწერო ფბ დამბლოკავს უხამსობისთვის. ხოდა, შედარებით კორექტულად ვიტყვი: კაცობრიობის ისტორიაში ალბათ ძნელად თუ მოიძებნება პოლიტიკაში შემძვრალი ასეთი ვიგინდარა, შანტაჟისტი, ყველაფრის მკადრებელი არარაობა, ვაჭარი, სამშობლოს მოღალატე ნაძირალა.


დღეს ძალიან მაგრად დააშანტაჟა ევროკავშირი. სტატუსს თუ მომცემთ ბარიერს 2%–მდე ჩამოვწევ, თუ არადა არაო. ძალიან მაგარი რამე მოიფიქრეს თავისი ჭკუით. ღმერთო, ამ იდიოტების ხელში რატომ არის ჩემი ქვეყნის ბედი.????" - ვკითხულობთ ჟურნალისტის ფეისბუქპოსტში.


ცნობისთვის, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების შემთხვევაში მმართველი პარტია მზადაა, მხარი დაუჭიროს საკონსტიტუციო ცვლილებებს და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ბარიერი 5 %- დან 2 % -მდე დაწიოს.


"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის აღნიშნულ ინიციატივას ოპოზიციური პარტიები უარყოფითად აფასებენ და აცხადებენ რომ მმართველი გუნდის ერთ- ერთმა ლიდერმა ევროკავშირს ულტიმატუმი წაუყენა.


კობახიძის მიერ წარმოდგენილი წინადადების შესახებ ერთობლივი განცხადება გაავრცელა საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილმაც. მათ მიაჩნიათ, რომ საარჩევნო ბარიერი უნდა განისაზღვროს არა 2%-ით, არამედ ბუნებრივი - 0, 67%-ით.




0
154
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
154