საზოგადოება „დეოლიგარქიზაციაო და ტიპმა წყალტუბო იყიდა, "ლაგუნა ვერეს" მადლი გფარავდეთ!“ - ნანუკა ჟორჟოლიანი 2022, 7 ივლისი, 22:49 ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი წყალტუბოს განვითარების პროექტს ეხმაურება. ცნობილია, რომ ის სწორედ ამ რაიონიდანაა წარმოშობით და სწორედ ამ მხარეში გაიზარდა. მას შემდეგ, რაც პრემიერმა ღარიბაშვილმა რამდენიმე დღის წინ წყალტუბოს კურორტის განვითარების სახელმწიფო ხედვა წარადგინა, ნანუკა ჟორჟოლიანმა რეპლიკა სოციალურ ქსელში, საკუთარ გვერდზე გააკეთა. მან დაწერა, რომ დეოლიგარქიზაციაო და ივანიშვილმა წყალტუბო იყიდა. „დეოლიგარქიზაციაო და ტიპმა წყალტუბო იყიდა. ვისაც ეს ამბავი გიხარიათ, "ლაგუნა ვერეს" მადლი გფარავდეთ, “ - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი. ************************************************* "თუ რამე არის ახლა სუსის და ბიძინას საქმე და სირცხვილიას დამუნათება და ნიჰილიზმის დათესვაა! რამდენი დარჩით აქციაზე კანცელარიასთან? სირცხვილია იქ არის, სრული შემადგენლობით და თქვენ სად ხართ? სახლებში, კომპიუტერებიდან იპოსტებით. მოგება ყველასია და წაგება მხოლოდ სირცხვილიასი?! ახლა იწყება პროცესები მეგობრებო, რომელიც არ იქნება ერთ დღიანი. ხან დაღმასვლა იქნება, ხან ზემოთ წავალთ და გავიმარჯვებთ თუ ერთად ვიქნებით. მოვრჩეთ ერთმანეთის დაჭმას, ხელების შეხოცვას, ჩასაფრებას! წინ დიდი გზაა და აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ! წამოვდგეთ ეხლა, დავიფერთხოთ, მოვწესრიგდეთ და გავაგრძელეთ სვლა“ - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი. 315 შეფასება არ არის
|