x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"გთხოვთ, გაზარდეთ რა შვილები დედებო... გაზარდეთ მარტო კიარა, აღზარდეთ" - მაკა შალიკაშვილი
image

"სამ ჩანთა აკიდებული, ცალ ფეხზე ვდგავარ მეტროს ვაგონში, სანამ მივალ დიდუბემდე დიდი დროა. საკმაოდ ლამაზად ჩაცმული დედა, მოვლილიც, ზის თავის პუტკუნა, პატარა, ასე ექვსი წლის ბიჭუნასთან ერთად და სთხოვს ბავშვს რომ ადგეს და დამითმოს ადგილი, ბავშვი თითებით ყურებს იხშობს, დედა ჩერდება. და, რაც ყველაზე შემაშფოთებელია ამ ამბავში - ხელებს იჯვარედინებს და მშვიდდება! (ფრჩხილიც ფერადად მოხატულ მოვლილი აქვს მანიკიურის ხელოსანთან)


ბავშვი იწყებს თავის ასევე პუტკუჩა ფეხების ქნევას, ჩემი მიმართულებით და ... მირტყამს. გარშემო სხედან კიდევ ერთო ორი ახალგაზრდა - ერთი შორტებიანი ბიჭი ძალიან მშვიდად ზის, ამ ბავშვს უყურებს და სახეზე აწერია "დედა რა უზრდელი ხარ შვილო, ვინა ხარო" მერე მე მიყურებს თანაგრძნობ -თანაგანცდიანი სახით... თან ცოტა მიღიმის კიდეც, იპრანჭებასავით )))


ხანდახან ლექსიცც კი არ დაწერილა ისეთი ამის დამხატავი, ისეთი გრძნობა დაგეუფლება კაცს/ქალს ამის შემხედვარე. ახლა უკვე მინივენში ვზივარ და ბათუმში მივდივარ ხვალ, ბატონ ვახტანგ ღლონტთან შეხვედრაა... ბევრ რამეზე ვისაუბრებთ... ლექსსაც ვიტყვი...



დავდარდიანდი. ამ დილანდელმა მეტროს ამბავმა დამაფიქრა... გთხოვთ, გაზარდეთ რა შვილები დედებო, გაზარდეთ მარტო კი არა, აღზარდეთ, რა დააშავეს პატარებმა...


ღმერთო შენ გვიშველე..." - წერს "ფეისბუქზე" მსახიობი მაკა შალიკაშვილი.

0
395
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
395
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0