x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
“პრადვინუტ ინტელექტუალურმა ელიტამ" გადაეწყვიტა ძალაუფლების დაპყრობა, ძველი რუსული “ვეჩეს” მეთოდებით სცადონ" - ნანა კაკაბაძე
image

"ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე რუსთაველზე გამართულ გუშინდელ აქციას ეხმაურება და წერს:


"ევროკავშირის იდეას იყენებენ სახელმწიფო გადატრიალების საფუძვლების შესაქმნელად! ვინც ევროკავშირში მიისწრაფვის, ის რეალურ გეგმებს ადგენს და სხვებსაც სთავაზობს ამ გეგმების რეალიზაციაში მონაწილეობას.


ვინც ევროკავშირის იდეას მხოლოდ სახელმწიფო გადატრიალებისთვის საფუძვლების შესაქმნელად იყენებს, ის ხალხს არწმუნებს, რომ სახელმწიფო გადატრიალების გარეშე ევროკავშირისკენ გზა მოჭრილია. ნაცები, ნაცებთან გათანაბრებულები და მათი პატრონები ამ ყველაფერს ფუთავენ სხვა სიტყვებით, მაგ:



ბიძინა ივანიშვილის განდევნა საქართველოდან, რასაც “დეოლიგარქიზაცია” დაარქვეს, ხელისუფლების იძულებას, ძალაუფლება დაუთმონ “ტექნიკურ მთავრობას”, ხალხის ნების გამოხატვა დაარქვეს. და ა.შ.


ძველ ნოვგოროდში იყო ასეთი “დემოკრატია” - მრავალრიცხოვან შეკრებებზე საკითხების განხილვისას სიმართლე და გამარჯვება იმის მხარეს ფორმდებოდა, ვინც უფრო ხმამაღლა იყვირებდა.


ვინაიდან, ჩვენს “პრადვინუტ ინტელექტუალურ ელიტას”, ევროპული ცივილიზაციითა და თანამედროვე დემოკრატიული მეთოდებით გამოცდილი, არჩევნების გზით, წარმატების მიღწევის იმედები გადაეწურათ, გადაწყვიტეს, ძალაუფლების დაპყრობა, ძველი რუსული, ნოვგოროდის “ვეჩეს” მეთოდებით სცადონ.


აგროვებენ ხალხს, რომ რაც შეიძლება ხმამაღლა იყვირონ და ბანი მისცენ მაქარაშვილ-დიღმელაშვილ-ბუღაძეების ღრიალს, რათა დაამტკიცონ, რომ სწორედ ისინი წარმოადგენენ უმრავლესობას და სწორედ მათ ეკუთვნოთ ხელისუფლება.


ვერ შეიგნო ამ ხალხმა, რომ თანამედროვე მსოფლიოში ხელისუფლების მოპოვება დიდი ხანია აღარ ხდება ძველი რუსული, ნოვგოროდის ვეჩეში მიღებული მეთოდებით.


“პრადვინუტო ინტელექტუალებო, თავს სასაცილოდ იხდით, როცა ცდილობთ ხალხის გასულელებით, ხალხმრავალი შეკრებით და ხმამაღალი ღრიალით ხელისუფლების დაპყრობას.


ვისაც მართლა უნდა და შეუძლია 12 რეკომენდაციის შესრულებაზე მუშაობა, კონკრეტული გზები დაასახინეთ, აკეთებინეთ და თუ ხელისუფლება არ გაიზიარებს, მერე აკრიტიკეთ საგნობრივად.


როდესაც ამ გეგმას ნაცები სახელმწიფო გადატრიალების მოთხოვნით უპასუხებენ, იმედია, ევროპა (და არა ნაცების ევროპელი ლობისტები) ალბათ კარგად დაინახავს, თუ რომელ მხარეს რა რეალური გეგმები აქვს ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის სტატუსთან დაკავშირებით", - წერს ნანა კაკაბაძე

0
222
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
222
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0